06:32 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-11 10:19:52, 2176 ნახვა

საზოგადოება
მევენახეობისა და ყურძნისეული პროდუქტების სამეცნიერო-კვლევითი სივრცის სამშენებლო სამუშაოებს ლევან დავითაშვილი გაეცნო

მევენახეობისა და ყურძნისეული პროდუქტების სამეცნიერო-კვლევითი სივრცის სამშენებლო სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეცნო.

წლის ბოლომდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე მევენახეობისა და ყურძნისეული პროდუქტების სამეცნიერო-კვლევითი სივრცის სამშენებლო სამუშაოები დასრულდება. ცენტრში ლაბორატორია, სადეგუსტაციო სივრცეები, ვაზის და ღვინის სამუზეუმო კუთხე, მარანი, ენოთეკა და საკონფერენციო დარბაზი მოეწყობა. 

„2016 წელს, აგროქართუს დაფინანსებით, საქართველოში შექმნილი უნიკალური ვაზის კოლექცია, რომელიც ქართული ვაზის ქართულ გენოფონდს ინახავს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადმოეცა. ბევრი რამ გაკეთდა ბაზაზე მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით კვლევითი სამუშაოების შეუფერხებლად ჩასატარებლად. თანამედროვე ინსტიტუტი, ლაბორატორიული აღჭურვილობით, ქვეყანას აუცილებლად სჭირდება. სწორედ ამიტომ, სამინისტროში მივიღეთ გადაწყვეტილება აგვეშენებინა მევენახეობისა და ყურძნისეული პროდუქტების სამეცნიერო-კვლევითი სივრცე. კორონავირუსის პანდემიის გამო არსებული შეზღუდვების მიუხედავად, სამშენებლო სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და, ვფიქრობ, წლის ბოლოსთვის დასრულდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ქართული ჯიშების მოძიება და საკოლექციო ნაკვეთებში კონსერვაცია გახლავთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ ჯიშების კვლევა. სწორედ ამ მიზნით შენდება სივრცე, რომელიც მრავალპროფილური იქნება. ამ სივრცეში მეცნიერ-თანამშრომლებს ექნებათ ყველა პირობა იმისათვის, რომ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხება ქართული ვაზისა და ღვინოს მეცნიერულ კვლევას, სრულყოფილად, თანამედროვე მეთოდოლოგიის გამოყენებით განახორციელონ“, - განაცხადა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.

ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზა მცხეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ჯიღაურაში 80 ჰექტარზეა განთავსებული. საკოლექციო ნარგაობაში ვაზის 450 ქართული და  350 უცხოური ჯიშია დაცული, მათ შორისაა ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია, რომლის მოძიება და აღდგენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ჯიღაურას ბაზა 2014 წელს ა(ა)იპ „აგრომ“ და შპს „აგროქართუმ“ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics