2020-06-10 12:28:22, 1827 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობა ტურისტების მიღებასთან დაკავშირებით პოლონეთთან, ჩეხეთსა და ავსტრიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა ტურისტების მიღებასთან დაკავშირებით პოლონეთთან, ჩეხეთთან და ავსტრიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, პოლონეთთან, ჩეხეთთან და ავსტრიასთან. თუმცა იქ არის შიდა ევროპული პროცესი, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული და აქედან გამომდინარე ჩვენს ნაბიჯებს გადავდგამთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან