12:23 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-10 11:15:13, 2901 ნახვა

ეკონომიკა
გახარია - მეზობლებმა, რომლებისგანაც პროდუქტს ვყიდულობდით, ყველანაირი გაფრთხილების გარეშე ექსპორტი შეაჩერეს

მეზობლებმა, რომლებისგანაც პროდუქტს ვყიდულობდით შეაჩერეს ექსპორტი. ასე მარტივად, ყველანაირი გაფრთხილების გარეშე თქვეს ,რომ ექსპორტი დამთავრდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ქართლში, კერძოდ ზემო ნიქოზში ფერმერებთან შეხვერდის დროს განაცხადა.

გახარიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შუძლია რაღაც მიმართულებით არამარტო გამოკვებოს მოსახლეობა, არამედ ექსპორტის პოტენციალიც ჰქონდეს.

„მართლა რთული პერიოდია. რთულია ადამიანს აუხსნა რომ ეპიდემია ძაან დიდი რისკია, ასეთ ამინდში რეგიონში ბევრი სხვა გამოწვევა გვაქვს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეპიდემია ხელწამოსაკრავი და სახუმარო საქმე არაა. ახლა თუ რამეს ვაკეთებთ და რაღაც შედეგი გვაქვს, გვაქვს ერთობლივი მუშაობით და ასე უნდა გავაგრძელოთ.

აქ უნდა გვესმოდეს,რომ რაც უფრო გავუფრთხილდებით და დავიცავთ წესებს, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება, რომ ეკონომიკა და პირველ რიგში, სოფლის მეურნეობა გამოვაცოცხლოთ.

ყველამ ნახა, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრს როგორც კი კრიზისი დაიწყო, რაღაც პროდუქტებზე მარაგების შევსება მოუწია. რადგან მეზობლებმა, რომლებისგანაც პროდუქტს ვყიდულობდით შეაჩერეს ექსპორტი. ასე მარტივად, ყველანაირი გაფრთხილების გარეშე თქვეს ,რომ ექსპორტი დამთავრდა, ამიტომ ამ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შუძლია რაღაც მიმართულებით არამარტო გამოკვებოს არამედ ექსპორტის პოტენციალიც ჰქონდეს.

არაა ეს მარტივი, ზოგან წლის პრობლემა, ზოგ ადგილას ცოდნის პრობლემაა, მაგრამ ნელ-ნელა აქეთ უნდა წავიდეთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა ინწკირველი - დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics