|
2020-06-09 11:18:29, 2640 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე - 2020 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის 4%-იანი შემცირება
2020 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის 4%-იანი შემცირება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. მისი თქმით, 2020 წლის დასაწყისში საქართველოს ჰქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ისტორიული მინიმუმი, ამ მაჩვენებლებმა და ფისკლაური მართვის ხარისხმა შეგვიწყო ხელი, რომ საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან გაზრდილი ფინანსური მხარდაჭერა მიიღო. „კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 2020 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის 4%-იანი შემცირება. ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი შეადგენს 4,8%-ს, სამომხმარებლო ფასების ინდექსის საშუალო წლიური მაჩვენებელი 4,7%-ს, ხოლო წლის ბოლოსთვის 3,5%-ს. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 50,3 მლრდ ლარია, ნაცვლად გასული წლის დეკემბრის პროგნოზით არსებული 53,1 მლრდ ლარისა. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 8.5%-ით. აღსანიშნავია, რომ არსებული პროგნოზების მიხედვით, ეკონომიკური ზრდის აღდგენა 2021 წლიდან დაიწყება და მშპ-ს რეალური ზრდა 4%-ს ხოლო 2020 წლისთვის 6.0%-ს მიაღწევს. ეკონომიკური პარამეტრების გაუარესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მცირდება ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები და განსაკუთრებით, საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი“, - განაცხადა კაკაურიძემ.
გერმანია ევროკავშირში რუსებისთვის შესვლის ახალი შეზღუდვების დაწესებას ითხოვს
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
გიორგი პატარიძე: ღარიბაშვილთან მიმართებით დამატებითი პაემნით წახალისების შესახებ სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, შესაბამისად, პაემანი ვერც ჩაინიშნებოდა და ვერც გაუქმდებოდა
ლევან ხაბეიშვილი - სულაც არ გამიკვირდება, კობახიძემ სცადოს ბიძინას განეიტრალება
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-მ უკრაინას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე დარტყმების შეწყვეტა სთხოვა
რუსებმა კიევში, რკინიგზის დეპოზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)