07:26 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-08 16:59:27, 1874 ნახვა

საზოგადოება
პანდემიის პირობებში სოფლად ეკონომიკური პოლიტიკის ალტერნატივებზე საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ონლაინ სხდომაზე იმსჯელეს

პანდემიის პირობებში სოფლად ეკონომიკური პოლიტიკის ალტერნატივებზე საქართველოს სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ონლაინ სხდომაზე იმსჯელეს. საბჭოს ონლაინ შეხვედრა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა გახსნა.

„მიუხედავად გამოწვევებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობისა, ჩვენი უწყების პროექტები, რომლებიც ფერმერებისა და მეწარმეების მხარდასაჭერად ხორციელდება,  არ გაჩერებულა; უფრო მეტიც, იცით, რომ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ფერმერებს არაერთი ახალი პროექტი შევთავაზეთ“,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს თანამშრომლობისთვის და  აღნიშნა, რომ პანდემიით შექმნილ ახალ რეალობაში, საქართველოსთვის დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

საბჭოს შეხვედრაზე განიხილეს და მიიღეს გადაწყვეტილება, მუნიციპალური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ENPARD-ის სამიზნე მუნიციპალიტეტებში, UNDP-ის ხელშეწყობით შემუშავებული მუნიციპალური წინადადებების განხილვის თაობაზე, რის შედეგადაც, შესაძლებელი იქნება კონკრეტული პროექტების განხორციელება სახელმწიფო თუ დონორი ორგანიზაციების რესურსებით.

„საქართველო  მსოფლიოში Covid კრიზისის გამკლავების საუკეთესო მაგალითია.  მინდა მოგახსენოთ, რომ UNDP, ევროკავშირთან ერთად, საქართველოში სოფლის განვითარების მხარდაჭერას აგრძელებს“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ეკატერინე ზვიადაძემ „ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისთვის საქართველოში“ (ENPARD Georgia III) 2020 წლის ვალდებულებების შესახებ ისაუბრა.

როგორც აღინიშნა, სოფლის განვითარების მიმართულებით, საქართველოს 2020 წლის ვალდებულებების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს მელიორირებული ფართობების და ტყის ფართობების, რომელიც იმართება ტყის მართვის გეგმებით, ზრდა; დაცული ტერიტორიების გარკვეული ნაწილისთვის (სულ მცირე 50%) მართვის გეგმების არსებობა; სოფლად სამეწარმეო უნარ-ჩვევების გააუმჯობესა და შედეგად ახალი მცირე და საშუალო საწარმოების შექმნა; სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომის ზრდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics