|
2020-06-08 15:59:24, 2729 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე - ანტიდემპინგური კანონი დაიცავს არა მხოლოდ ადგილობრივ წარმოებებს დემპინგური იმპორტისგან, არამედ ასეთ საწარმოებში დასაქმებულებსაც
„კანონპროექტის მიზანია ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა დემპინგური იმპორტისგან“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ პარლამენტში კანონპროექტის „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ განხილვისას განაცხადა. მისი თქმით, ამით სახელმწიფო დაიცავს არა მხოლოდ ადგილობრივ წარმოებებს, არამედ ასეთ საწარმოებში დასაქმებულებსაც. როგორც მან აღნიშნა, დემპინგი ზღუდავს კონკურენციას ბაზარზე. შედეგად, თუკი მოკვლევა დაადგენს, რომ არსებობს კავშირი დემპინგურ იმპორტსა და ადგილობრივი ინდუსტრიის მატერიალურ ზიანს შორის, ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის მიზნით, ჩვენ შევძლებთ ყველა იმ უცხოური კომპანიის მიმართ, რომელიც აწარმოებს დემპინგურ იმპორტს, ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღებას. მინისტრის მოადგილის განცხადებით, კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ნორმებთან და საუკეთესო საერთაშორისო ტრადიციებთან. ამასთან, მისი თქმით, კანონპროექტი ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის, ბიზნესთან, კონსენსუსითაა მიღებული და საერთაშორისო ვაჭრობაში შემზღუდავ როლს არ შეასრულებს. კანონპროექტი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით და ადგილობრივი ბიზნესის აქტიური ჩართულობით შემუშავდა. გენადი არველაძის განცხადებით, კანონპროექტი მომზადებულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და ნორმების დაცვით, მისი მიღება დაიცავს ადგილობრივ წარმოებას დემპინგური იმპორტით გამოწვეული ზიანისაგან ან ამგვარი ზიანის მიყენების საფრთხისაგან და ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას. „დღეს საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ანტიდემპინგური საკანონმდებლო ბაზა არ აქვს, რომლის არქონის პირობებშიც შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს უცხო ქვეყნებიდან პროდუქციის დემპინგური ფასებით იმპორტს, რის შესახებაც არაერთხელ მოუმართავთ ადგილობრივ კომპანიებს. რიგ შემთხვევებში, დემპინგური იმპორტი აფერხებს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ამცირებს დასაქმებულთა რაოდენობას. კანონპროექტის მიღება, დაიცავს ადგილობრივ წარმოებას დემპინგური იმპორტისგან, ასეთის არსებობის შემთხვევაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)