11:24 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-08 11:16:30, 1973 ნახვა

საზოგადოება
ვებინარები სკოლის მოსწავლეებისთვის დასრულდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოდან, გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით გამართა ვებინარები თემებზე:

  • ნარჩენების მართვა
  • ბიომრავალფეროვნება
  • ნიადაგის დეგრადაცია
  • კლიმატის ცვლილება
  •  ატმოსფერული ჰაერის დაცვა
  • ღვინის ისტორია
  •  ქართული ვაზის ისტორია
  • ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებები

აღნიშნულ პერიოდში, ცენტრის მიერ ორგანიზებულ ვებინარებს საერთო ჯამში დაესწრო 583 მონაწილე. სასწავლო პროცესის დასრულებასთან ერთად სკოლის მოსწავლეებისთვის ვებინარები დასრულდა.

დისტანციურ ლექციებს ცენტრის თანამშრომლებთან ერთად უძღვებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მოწვეული სხვადასხვა დარგის ექსპერტები. ვებინარებში მონაწილეობის მიღება შეეძლო ნებისმიერ მოსწავლეს, სტუდენტს, მშობელსა და მასწავლებელს.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის გამო, ცენტრი თავის ფუნქციებს დისტანციურად ახორციელებდა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობისა და ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით აქტიურად   აგრძელებს მუშაობას არაფორმალური განათლების მიმართულებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრალდებულმა ორი პირი ლიმონკით ააფეთქა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის წევრი, აქტზე ხელმომწერი ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics