08:10 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-07 21:43:31, 2235 ნახვა

საზოგადოება
ვარკეთილში მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცეები ეწყობა

სამგორის გამგეობა რაიონში დასასვენებელი სივრცეების მოწყობას აქტიურად განაგრძობს. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვარკეთილის მეორე და მესამე მიკრორაიონებში მასშტაბური პროექტები ხორციელდება.

მათივე ცნობით, მეორე მიკრორაიონში გახოკიძის ქუჩიდან ალექსიძის ქუჩამდე და მესამე მიკრორაიონში N312 კორპუსიდან N179 საჯარო სკოლამდე ჯამში, 28 950 კვ.მ ფართობზე, მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცეები ეწყობა.

მიმდინარე სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ მოადგილესთან, სოსო ბურდულაძესთან ერთად დაათვალიერა.

„პროექტის ფარგლებში, რეკრეაციული სივრცის მოწყობა ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში 18 200 კვ.მ ფართობზე, ხოლო მესამე მიკრორაიონში 10 750 კვ.მ ფართობზე ხდება. ტერიტორიაზე განთავსდება ატრაქციონები, დასასვენებელი პავილიონები, საბაღე სკამები და ურნები. მოეწყობა გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ქვებით მოპირკეთდება, კიბეებზე მოეწყობა სპეციალური პანდუსი შშმ პირთათვის. ასევე, ჰიდროთესვის პრინციპით გამწვანდება 12 700 კვ.მ ფართობი ტერიტორია.

პროექტების შესასრულებლად სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 544 316 ლარი გამოიყოფა. სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია „ქართლი“ ასრულებს. რეკრეაციული სივრცეები მიმდინარე თვის ბოლოს გაიხსნება“,- აცხადებენ თბილისის მერიაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics