|
2020-06-06 13:32:14, 3360 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთის“ მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
„ლიბერთი“ აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში და პანდემიის პერიოდში საკუთარ მომხმარებელს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს: დღეიდან, „ლიბერთის“ მობაილ ბანკით სარგებლობისას არ დაიხარჯება მობილური ინტერნეტი და გამოყენება უკვე იმ შემთხვევაშიც კი იქნება შესაძლებელი თუ მობილურის ბალანსზე თანხა ან მობილური ინტერნეტის მეგაბაიტები არ არის ხელმისაწვდომი. მობილური ინტერნეტის გარეშე მობაილ ბანკის გამოყენება მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას შეასრულოს ნებისმიერი საბანკო ოპერაცია დისტანციურად და სრულიად უფასოდ. „ლიბერთის“ მობაილ ბანკის მობილური ინტერნეტის გარეშე გამოყენება ნებისმიერი ოპერატორის აბონენტებს შეეძლებათ - სიახლე მოქმედებს მაგთიკომის, სილქნეტისა და ბილაინის ნებისმიერი მომხმარებლისთვის. „ჩვენი დისტანციური არხები სრულიად მომზადებული შეხვდა პანდემიას და მომხმარებელს მიეცა საშუალება კომფორტულად და სახლიდან გაუსვლელად ესარგებლა ნებისმიერი საბანკო სერვისით. მობაილ ბანკის მომხმარებლების რაოდენობამ განსაკუთრებული ზრდა განიცადა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დისტანციური არხების განვითარების მნიშვნელობას. ჩვენი მიზანია ჩვენს ნებისმიერ მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება შეუფერხებლად და ნებისმიერ დროს შევთავაზოთ მისთვის საჭირო სერვისები. სიახლის დანერგვის მთავარი მოტივაციაც სწორედ ეს გახდა." - გიორგი მაკარიძე, საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი „ლიბერთის“ განახლებულ მობაილ ბანკში Covid19-ის პერიოდში არაერთი შეღავათი გახდა ხელმისაწვდომი - კომუნალურების გადახდა უკვე 3 თვეზე მეტია საკომისიოს გარეშე მიმდინარეობს, ასევე მოქმედებს სპეც.კურსი თანხის კონვერტაციისას. მობაილ ბანკი ხელმისაწვდომია როგორც iOS, ისე Android-ის მომხმარებლისთვის: www.365.ge
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)