08:10 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-06 09:14:51, 2479 ნახვა

საზოგადოება
ვარკეთილის 3-ის IIIა მიკრორაიონში არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვარკეთილის 3-ის IIIა მიკრორაიონში, N325 კორპუსის მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა.

დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყელამაძესთან და მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად დაათვალიერა.

„ვარკეთილის 3-ის IIIა მიკრორაიონში ძალიან კარგი პროექტის განხორციელება დავასრულეთ. ეს არის რეკრეაციული სივრცე, რომელიც გაუბედურებული იყო. ჩვენ მისი რეაბილიტაცია გასულ წელს დავიწყეთ. დაახლოებით, 15 ათას კვადრატულ მეტრზე მოვაწყეთ ძალიან კარგი მწვანე სივრცე, შადრევნებით, სპორტული მოედნებით, საბავშვო ატრაქციონებით, დასასვენებელი სივრცეებით. ყველა თაობის ადამიანისთვის  არის შესაბამისი სივრცე. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოეწყო სარწყავი სისტემები, დაირგო ახალი ხე-მცენარეები. ახლა მთავარია, ამ ყველაფერს მოვუფრთხილდეთ. ჩვენი მიდგომაა, რომ ქალაქში რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე გაჩნდეს, რათა დავეხმაროთ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნულ მისამართზე, მოსახლეობის დახმარებით, რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა. სკვერის ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, საფეხმავლო ბილიკები, ძაღლების სასეირნო სივრცე, სასმელი წყლის შადრევანი და საჩრდილობლები; სრულად განახლდა გარე განათება, მოეწყო სარწყავი, სანიაღვრე და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები; დამონტაჟდა სკამები და ურნები.

სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო შვედურ-ქართული მეგობრობის კუთხე და გამოიცვალა შიდა კომუნიკაციები. ასევე, განთავსდა მშრალი ტიპის შადრევანი. აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 15 000-მდე კვადრატულ მეტრს შეადგენს, 500-მდე ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი დაირგო. ამასთან, ჰიდროთესვის პრინციპით, დაითესა ბალახი და განხორციელდა ნიადაგის მულჩირების სამუშაოები. 

ახლადრეაბილიტირებულ სკვერში თბილისის მერთან ერთად, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ასევე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე და საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics