03:02 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-05 17:47:50, 3020 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - ყველა სახის საუბარი ბატონი რურუას გათავისუფლებაზე, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში პირდაპირი ჩარევაა

მე ასე პოზიციებს არ ვიცვლი, ერთხელ ვთქვი, რომ ყველა სახის საუბარი ბატონი რურუას გათავისუფლებაზე, ეს არის პირდაპირი ჩარევა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.

პრემიერი არ თვლის, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ ჩიხშია შესული.

„ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მკაფიოდ დაფიქსირებული პოზიცია, მე ასე პოზიციებს არ ვიცვლი, ერთხელ ვთქვი, რომ ყველა სახის საუბარი ბატონი რურუას გათავისუფლებაზე, ეს არის პირდაპირი ჩარევა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში, რაც ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, ეს ერთი. მეორე, საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული საარჩევნო სისტემასთან, არის ამ ქვეყნის მომავლისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ცვლილებები. მართლა ვთვლი, რომ პროპორციული არჩევნები ეს არის ის ხარისხობრივი ცვლილება ქართულ პოლიტიკურ სისტემაში, რომელიც მისცემს შესაძლებლობას პოლიტიკური კულტურის ისე განვითარებას, რომ არამხოლოდ პოლიტიკაში, ქვეყნის სხვა სფეროებში, ცხოვრების სხვა სფეროებში უბრალოდ ელიტები შეიცვალონ, პროპორციული სისტემა მისცემს შესაძლებლობას უფრო მეტ ახალგაზრდას, გამოჩნდნენ პოლიტიკაში, რაც ჩემთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ეს არის ფასეულობების თემა და ამ ფასეულობებთან დაკავშირებით ვინ როგორ პოზიციას დააფიქსირებს, მათი გადასაწყვეტია. პირდაპირი ტესტი იქნება ეს, ვინ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს მაშინ, როდესაც ვსაურობთ ქვეყნის პოლიტიკური სისტემისთვის ფუნდამენტურ საკითხზე, ეს არის ხარისხობრივი ცვლილება, ეს არის ის ცვლილება, რომლისთვისაც ქართული პოლიტიკური ახალგაზრდობა 90-იანებიდან ამისთვის იბრძოდა. როგორც იქნა, ეს შესაძლებლობა არსებობს და რაღაც სპეკულირება, თან ისეთი ნაბიჯებით, რომელიც აზიანებს ქართულ მართლმსაჯულების სისტემას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის კატეგორიულად მიღებელია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics