03:03 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-05 16:54:06, 3176 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს მიერ სომხეთისთვის დახმარების გაწევის საკითხზე, მხარეები საჭიროებისამებრ გააგრძელებენ კომუნიკაციას

2020 წლის 5 ივნისს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ზოჰრაბ მნაცაკანიანთან. სომეხმა კოლეგამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის მხრიდან სომხურ მხარესთან აქტიური და ინტენსიური კომუნიკაციისთვის.

საუბრისას მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაცვალეს განახლებული ინფორმაცია ახალი კორონავირუსის გავრცელების არსებული მდგომარეობისა და იმ ქმედებების შესახებ, რომლებსაც მთავრობები მიმართავენ ვირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციისთვის.

დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელით კიდევ ერთხელ შესთავაზა სომხურ მხარეს, საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს აღმოუჩინოს დახმარება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში.

ზოჰრაბ მნაცაკანიანმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრის სახელით გამოხატა მადლიერება  დახმარების შეთავაზების თაობაზე და აღნიშნა, რომ ძალზედ აფასებს ქართველი ხალხის თანადგომასა და მხარდაჭერას ამ რთული გამოწვევის დროს.  მინისტრები შეთანხმდნენ, რომ სომხეთისთვის დახმარების გაწევის საკითხზე საჭიროებისამებრ გააგრძელებენ აქტიურად კომუნიკაციას, მათ შორის შესაბამისი დარგობრივი უწყებების აქტიური ჩართულობით.

საუბრისას მხარეებმა ასევე გაცვალეს ინფორმაციები უსაფრთხოების საკითხებზე და აღინიშნა, რომ პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics