|
2020-06-05 13:07:40, 2435 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და ევროკავშირის ორგანიზებით გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნა, რომლის ფარგლებშიც გარემოს დაცვის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო კამპანია „მწვანე კვირეული“ განხორციელდა. ასევე, ჩატარდა “მწვანე გაკვეთილი” ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე, ძირითად საფრთხეებზე, გამოწვევებსა და ამ გამოწვევებთან ბრძოლის გზებზე, რომელზეც ცენტრის თანამშრომელმა მარიამ არჩუაძემ ისაუბრა. კვირეულის ფარგლებში მხატვარ-კარიკატურისტმა ზაალ სულაკაურმა ბავშვებისთვის ჩაატარა “ხატვის მწვანე გაკვეთილი - როგორ დავხატოთ ბიომრავალფეროვნება”,რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეები გაეცნენ და ისწავლეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი სახეობის ხატვის თავისებურებები. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა ვებინარი “ბიომრავალფეროვნება და კლიმატის ცვლილება”, რომელსაც უძღვებოდა ბიომრავალფეროვნების ექსპერტი კახა არცივაძე. „მწვანე კვირეულის” ფარგლებში ასევე დაიგეგმა სოციალური კამპანია, რომლის განმავლობაში სოციალურ ქსელში ეტაპობრივად გამოქვეყნდა “52 მწვანე რჩევა” - როგორ შეიძლება იცხოვრო უფრო „მწვანე“, სუფთა, ჯანსაღი, გონივრული, ეკოლოგიური და გარემოსადმი მეგობრული ცხოვრებით. განთავსდა საინფორმაციო ვიდეორგოლები ნარჩენების მდგრადი მართვის შესახებ, ეკოფაქტები და ონლაინ კითხვარი ბიომრავალფეროვნებაზე. გარემოსდაცვით საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების, არსებული გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევისა და პროცესებში საზოგადოების აქტიური ჩართულობის მიზნით, გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით, გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 1974 წლის 5 ივნისიდან ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება. 2020 წელს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის მთავარ თემაა ბიომრავალფეროვნება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობას.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრალდებულმა ორი პირი ლიმონკით ააფეთქა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული
მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მთავრობის წევრი, აქტზე ხელმომწერი ნემო ბურჭულაძე გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)