|
2020-06-04 14:47:50, 3359 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: მთლიანად საკრედიტო-საგარანტიო სქემისთვის 330 მილიონი ლარის ბიუჯეტი გამოიყოფა
საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ცვლილებები შედის - პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარიდან 300 მილიონ ლარამდე იზრდება. ცვლილების პროექტი დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. ამასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მედიასთან ვრცლად ისაუბრა. ნათია თურნავას განმარტებით, საკრედიტო-საგარანტიო სქემაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე შევიდა - პროგრამაში ბანკების გარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც ერთვებიან, რისთვისაც დამატებით 30 მლნ ლარის ბიუჯეტი გამოიყოფა. „ანუ, მთლიანად საკრედიტო-საგარანტიო სქემისთვის 330 მილიონი ლარის ბიუჯეტი გამოიყოფა, რაც ნიშნავს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხების მიმღები მიკრო და მცირე ბიზნესები 20 000 ლარის და ზევით სესხის მიღების მსურველები შეძლებენ, რომ ისარგებლონ ჩვენი თანაუზრუნველყოფით სესხის 90% -ის ოდენობით", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. შესაბამისად, მინისტრის განმარტებით, პრაქტიკულად, სახელმწიფოს უზრუნველყოფილი სესხი იქნება არამარტო ბანკის, არამედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტებისთვისაც იმ შემთხვევაში, თუ, ის განკუთვნილი იქნება გარკვეული ბიზნესსაქმიანობისთვის. „ეს იმის წინაპირობაა, რომ როგორც კი სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შევა, ჩვენ უკვე ეს პროგრამა სრულფასოვნად ავამოქმედოთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)