|
2020-06-03 20:17:38, 3507 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - საქართველომ მოახერხა უნიკალური რამ და პირბადეების იპორტიორიდან ექსპორტიორ ქვეყნად გარდაიქმნა
საქართველომ მოახერხა უნიკალური რამ, რაც ბევრმა დიდმა სახელმწიფომ ვერ შეძლო და პრაქტიკულად, სამი თვის განმავლობაში, როდესაც მთელი მსოფლიო პირბადეების დეფიციტს განიცდიდა, საქართველომ შეძლო და იმპორტიორიდან ექსპორტიორ ქვეყნად გარდაიქმნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანია „მედიფარის" პირბადეების საწარმოში სტუმრობისას განაცხადა. საწარმომ ფუნქციონირება ცოტა ხნის წინ დაიწყო და დღეისთვის დღე-ღამეში დაახლოებით 100 000-ს, ხოლო თვეში - 3 000 000 უმაღლესი ხარისხის, სამედიცინო დანიშნულების პირბადეს აწარმოებს, რომელთა გატანას უახლოეს ხანებში ექსპორტზე გეგმავს. „მთლიანობაში, ყველაზე უხეში დათვლებით, პირბადეების წარმოების თვალსაზრისით, დღესდღეობით ქვეყნის საწარმო სიმძლავრეები თვეში 10 მილიონ მაღალი ხარისხის პირბადეს აღემატება. ამ პროგრამის წარმატებაში, რა თქმა უნდა, საკუთარი წვლილი შეიტანა ჩვენს მიერ დაწყებულმა სოციალური პირბადეების პროგრამამ, რომელიც სახელმწიფომ ეპიდემიის პირველივე დღიდან განახორციელა და ათობით სხვადასხვა სამკერვალო ფაბრიკა ჩართო, სადაც ამ ეტაპზე ასობით ადამიანია დასაქმებული", - აღნიშნა ნათია თურნავამ. კომპანია „მედიფარმა" საწარმოში 2 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა. „მედიფარის" მიერ წარმოებული პროდუქცია უკვე აქტიურად იყიდება საქართველოს მასშტაბით, თუმცა კომპანია უახლოეს ხანებში პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს. პირბადეების ექსპორტზე გატანის მიზნით, კომპანია ამჟამად უკვე აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ისრაელი, რუსეთი, ბელგია, ავსტრია, იტალია და აშშ-ი. საწარმოში ამ ეტაპზე 30-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)