|
2020-06-03 15:48:47, 3175 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, სადაც ბალტიის ქვეყნებიდან ტურისტები ჩამოვლენ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ტაავი აასთან ონლაინ შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც განხილული იქნა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილა თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროში. ნათია თურნავამ ესტონელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მზაობაზე, პირველი ივლისიდან გახსნას საკუთარი ტურისტული ბაზარი საერთაშორისო მოგზაურებისთვის და მათ უსაფრთხო დასვენების პირობები შესთავაზოს. როგორც ონლაინ შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ განაცხადა, საქართველო ძალიან კარგად პასუხობს უსაფრთხოების ყველა ნორმას. მისი თქმით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, სადაც ბალტიის ქვეყნებიდან, მათ შორის, ესტონეთიდან ტურისტები ჩამოვლენ და ასევე ჩვენი მოქალაქეებიც შეძლებენ ესტონეთს ესტუმრონ. „ჩვენ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ევროპული ქვეყნების მინისტრებთან, განსაკუთრებით მათთან, რომლებიც ტურიზმისა და სატრანსპორტო საკითხებს კურირებენ. ამ საუბრების ფარგლებში ჩვენ კიდევ ერთხელ დავაზუსტეთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გავხსნათ ჩვენი ქვეყნები ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და აკაკი საღირაშვილი და საქართველოს ელჩი ესტონეთში არჩილ ყარაულაშვილი. აღსანიშნავია, რომ ესტონეთმა უკვე გამოაქვეყნა კრიტერიუმები, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს ქვეყანამ, თუკი ესტონეთთან სატრანსპორტო და ტურისტული კავშირების აღდგენას გეგმავს. ესტონეთში ორკვირიანი კარანტინის გავლისგან თავისუფალია პირი, რომელიც ჩამოვა ისეთი ქვეყნიდან, სადაც ბოლო 14 დრის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეგისტრაციის შემთხვევათა რაოდენობა არ აღემატება 15-ს ყოველ 100,000 კაცზე.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)