|
2020-06-03 12:43:54, 1225 ნახვა
პოლიტიკა
კილაძე - ოპოზიციის ნაწილი პირდაპირ და ნაწილი ირიბად პასუხისმგებელია იმ მასობრივ დარღვევებზე, რომელიც ქვეყანაში ხორციელდებოდა
„როგორც სტრასბურგის, ასევე გაეროს შესაბამისი კომიტეტების გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ მისი ინფორმაციით, ეს ყველა ქვეყანაში არ ხდება და პირიქით, ძალიან ცოტა ქვეყანაა, რომელიც ამაზე ღიად საუბრობს და რომელსაც სტრასბურგის და გაეროს გადაწყვეტილებები გამოაქვს საერთო სახალხო განხილვისთვის პარლამენტის საშუალებით. „ძალიან კარგად მახსოვს, დაახლოებით, 1 წლის წინ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი როგორ ერთხმად და ხმამაღლა საუბრობდა იმაზე, რომ თითქოს საქართველოში ხდებოდა ხელისუფლების მიტაცება, თუთქოს სასამართლო იყო წარმოუდგენლად ცუდ მდგომარეობაში, თითქოს მედიის თავისუფლება იზღუდებოდა და ამის მაგალითად მოჰყავდათ „რუსთავი2"-ის საქმე. იმ ადამიანებს, რომლებიც საუბრობენ დემოკრატიის კოლაფსზე საქართველოში, მინდა ვუთხრა, რომ მიკერძოებული ოპოზიციის ნაწილისგან განსხვავებით, არსებობს ობიექტური სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელმაც თქვა, რომ კონვენციის არცერთი მუხლი არ დარღვეულა. არსებობს სტრასბურგის მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რომელიც გვიჩვენებს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა მნიშვნელოვნდაა გაუმჯობესებული; არსებობს ობიექტური სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვით, ჩვენი საზოგადოების წევრები 4-5-ჯერ ნაკლებად მიმართავენ სასამართლოს საკუთარი უფლების აღდგენის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი არის ფაქტი და ციფრები, რომელსაც ძალიან კარგად გრძნობს, პირველ რიგში, თავად ჩვენი საზოგადოება. მართალია, ეს არ გვაძლევს კმაყოფილების განცდის შესაძლებლობას, ვთქვათ, რომ ჩვენ მივაღწიეთ ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს სტანდარტს და მეტი აღარაფერი გვაქვს გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და ჩვენს ქვეყანაშიც არის ადამიანის უფლებების დარღვევის ცალკეული შემთხვევები, თუმცა ჩვენ სისტემური რეფორმებით ვცდილობთ გავაუმჯობესოთ სასამართლო, ხელისუფლების სხვადასხვა შტოები იმისთვის, რომ თითეოული ადამიანი იყოს მაქსიმალურად დაცული. ჩვენი მიზანია ქვეყანაში, იდეალურ შემთხვევაში, არცერთი ადამიანის უფლება არ დაირღვეს, თუმცა ვხედავთ, რომ იმ სისტემური პრობლემების მხრივ, რაც იყო ქვეყანაში წინა ხელისუფლების დროს წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ძალადობის კუთხით, სერიოზული გაუმჯობესება გვაქვს. ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენი მოქალაქეებისთვის და ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ვფიქრობ, არის სიღარიბე და ამ მიმართულებით განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას, რომ ამ კუთხით ადამიანის უფლებები არ ირღვეოდეს", - განაცხადა სოფო კილაძემ. მან ოპოზიციის ნაწილზე ისაუბრა, რომელიც პირდაპირ და ირიბად პასუხისმგებელია იმ მასობრივ დარღვევებზე, რომელიც ქვეყანაში ხორციელდებოდა. „ქართულ ენაში გვაქვს მრავლისმეტყველი სიტყვა „სინანული". ერთხელ მაინც, რომელიმე მათგანს რომ გამოეხატა სინანული იმ საშინელებისთვის, რაც ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის თავზე დაატრიალეს, დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება იმდენად სულგრძელია, რაღაც მომენტში აპატიებდა მათ ამას. მაგრამ სამწუხაროდ, მათი მხრიდან იაშვიათად, მაგრამ მაინც გვესმის საუბარი შეცდომებზე და გადაცდომებზე. მოდით, იმ ოჯახებს და იმ ოჯახის წევრებს ვკითხოთ, თუ დაარქმევენ წამებას შეცდომას, ან გაუპატიურებას - გადაცდომას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომდევნო წლებში გვექნება კიდევ უფრო გაუმჯობესებული სტატისტიკა არა იმიტომ, რომ ციფრებს ვუყურებთ, არამედ იმიტომ, რომ ყველას გვინდა ამ ქვეყანაში რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს დაჩაგრული, იდეალურ შემთხვევაში კი, საერთოდ არ იყოს. ამაზე კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, კიდევ მეტი რეფორმა უნდა განვახორციელოთ, ბევრი სიახლე გვჭირდება მეტი მიმართულებით და ასევე გვჭირდება მექანიზმების დახვეწა იმისათვის, რომ ადამიანები იყონ დაცული ამ ქვეყანაში", - განაცხადა სოფო კილაძემ.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)