16:27 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-03 11:55:12, 4066 ნახვა

ეკონომიკა
როგორ დავაზღვიოთ უმთავრესი რისკი - ავარია

ყველა ავტომფლობელი დაგვეთანხმება, რომ მანქანის მართვისას მთავარი რისკი

ავარიაა. ეს ნიშნავს დიდ ფინანსურ ზარალს, რომლისთვისაც შესაძლოა მზად არ ვიყოთ.
გარდა ამისა, ავარიისას ზიანდება არა მხოლო ჩვენი, არამედ მესამე პირის ავტომობილი
ან ქონება მათ შორის მათი ჯანმრთელობა, რომელიც მკვეთრად ზრდის ჩვენს ხარჯებს
და გვაკისრებს პასუხისმგებლობას.
ავტოდაზღვევის სრული პაკეტის შეძენისგან ბევრი თავს ფინანსების გამო იკავებს,
თუმცა ეს მიზეზი სრულიად გაბათილებულია მხოლოდ ავარიის დაზღვევის შეძენისას.
თვეში 30 ლარად თიბისი დაზღვევაში თქვენს ავტომობილს მთავარი რისკისგან
დააზღვევთ.

რას მოიცავს ავტოავარიისგან დაზღვევა
D1 ავტოდაზღვევა ანაზღაურებს ყველა ზარალს, თუ ავარიის დროს -
- დაგიზიანდათ თქვენი ავტომობილი;
- დააზიანეთ სხვისი ავტომობილი ან ქონება;
- დააზიანეთ სხვისი ჯანმრთელობა.
რაც მთავარია, ავტოავარიის დაზღვევის პაკეტი ყველასთვის ხელმისაწვდომია.
ანაზღაურების ლიმიტის მიხედვით, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ორი სახის პაკეტი - 30
ლარად თვეში თქვენ მიიღებთ ანაზღაურების 5 000 ლარიან ლიმიტს, ხოლოდ თვეში 40
ლარად ლიმიტი 10 000 ლარი იქნება.
ავტოავარიის დაზღვევის პაკეტი მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს.
ფრანშიზა (მინიმალური თანხა, რომელსაც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ან
ანაზღაურდება) კი მხოლოდ 200 ლარია.

როგორ შევიძინოთ ავარიის დაზღვევის პაკეტი
ავტოავარიის დაზღვევის პაკეტის შეძენა ყველას შეუძლია ვინც:
 არის არანაკლებ 25 წლის;
 აქვს ავტომობილის მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
 აქვს ავტომობილი, რომელიც გამოშვებულია 2000 წლის შემდეგ.
თუ თქვენ ამ მარტივ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ, მაშინ დაზღვევის შეძენა
დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში შეგეძლებათ. მიჰყევით ამ ბმულს და შეიყვანეთ
თქვენი მონაცემები, რის შემდეგაც დაზღვევის 1-წლიანი პაკეტი ამოქმედდება.

ამ პაკეტის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ მისი პირობები ვრცელდება თქვენი
ოჯახის წევრებზეც თუ მათ უფლებამოსილ მძღოლებად დააფიქსირებთ.

ავტოდაზღვევის სხვა პაკეტები თიბისი დაზღვევისგან

თიბისი დაზღვევა თქვენი ავტომობილისთვის კიდევ ორ სხვადასხვა პაკეტს
გთავაზობთ. იმის მიხედვით, თუ რა მიმართულებით გსურთ რისკების შემცირება,
შეგიძლიათ აირჩიოთ ავტომანქანის სრული დაზღვევა ან მხოლოდ პასუხისმგებლობის
დაზღვევა.
ავტომობილის სრული დაზღვევა - ეს ყველაფრის მომცველი პაკეტია, რომელიც
დამზღვევის სრულ კომფორტს და სიმშვიდეს უზრუნველყოფს. მასში
გათვალისწინებულია ყველა სახის რისკი, რაც კი ავტომობილის ქონას შეიძლება
უკავშირდებოდეს, მათ შორის სტიქიური მოვლენებისგან, ხანძრისა და აფეთქებისგან,
ქურდობისა, ვანდალიზმისა და საგნების დაცემისგან მიყენებული ზიანი. პაკეტით ასევე
ანაზღაურდება ავარიის შემთხვევაში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებაც როგორც
მძღოლის, ასევე ყველა მგზავრისთვის. ავტოდაზღვევის სრული პაკეტის შესაძენად
მხოლოდ პირადობის მოწმობა დაგჭირდებათ.
ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა - ამ პაკეტით კი მხოლოდ იმ შემთხვევებს
დააზღვევთ, როდესაც თქვენი მიზეზით სხვისი ავტომობილი, ქონება ან ჯანმრთელობა
ზიანდება. მესამე პირისთვის მიყენებულ ზარალს და გადასახდელ ხარჯებს თიბისი
დაზღვევა აანაზღაურებს. პაკეტში ორი სხვადასხვა ლიმიტია გათვალისწინებული -
თვეში 5 ლარად თქვენ 5 000 ლარიანი ლიმიტით ისარგებლებთ, თვეში 10 ლარად კი
ლიმიტი 10 000 ლარი იქნება. ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა ამ ლინკზე, ონლაინ
რეჟიმში შეგიძლიათ.
თუ თქვენ ავტომობილი გყავთ და მისი მშვიდად მართვა, მოულოდნელი ხარჯებისგან
თავდაცვა და ზარალის მაქსიმალური არიდება გსურთ, მაშინ თიბისი დაზღვევის
მრავალფეროვან შემოთავაზებებში აუცილებლად იპოვით თქვენს საჭიროებებზე
მორგებულ პაკეტს. რაც მთავარია, თიბისი დაზღვევა ზოგავს თქვენს დროს და ყველა
პაკეტის დისტანციურად შეძენის საშუალებას გაძლევთ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics