09:17 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-03 10:26:35, 1065 ნახვა

საზოგადოება
სართიჭალაში, თიბისის მხარდაჭერით, სამაცივრე მეურნეობა - „აგროკომპლექსი" იწყებს ფუნქციონირებას

სართიჭალაში, თიბისის მხარდაჭერით, ხილის შესანახი სამაცივრე მეურნეობა - „აგროკომპლექსი" იწყებს ფუნქციონირებას, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თიბისიდან აცნობეს.,

მათივე ინფორმაციით, მისი მოწყობა ჯამში 2 660 000 ლარი დაჯდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 1,5 მილიონი ლარია. აქ, ახლა 15 ადგილობრივია დასაქმებული.

"სამაცივრე მეურნეობა აღჭურვილია თანამედროვე ULO (Ultra low Oxyge) ტექნოლოგიით, რომლიც კომპანიამ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტით შეიძინა და 10 სამაცივრე კამერა აღჭურვა. კამერების ჯამური ტევადობა 1000 ტონაა. თანამედროვე ULO ტექნოლოგია უზრუნველყოფს, რომ ხილმა ერთი წლის შემდეგაც ხიდან მოწყვეტილის იერსახე და ღირებულებები შეინარჩუნოს.

ამავე ტერიტორიაზე, 30 ჰა ფართობზე, სუფრის ყურძნის ბაღია გაშენებული. „დანერგე მომავლის" ფარგლებში 6-მა კომპანიამ, სუფრის ყურძნის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისათვის, სახელმწიფო დაფინანსება მიიღო და ასევე, 3 500 000 ლარის მოცულობის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. კომპანიების საკუთრებაში არსებულ 30 ჰა-ზე იტალიური ჯიშის სუფრის ყურძენი გაშენდა. პირველ ეტაპზე მოსავლის ადგილობრივ ბაზარზე მიწოდება, შემდეგ კი, ეტაპობრივად, ექსპორტზე გატანაცაა დაგეგმილი. სუფრის ყურძენით 1,200 ტონის იმპორტჩანაცვლება მოხდება.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერაა ინიცირებული. პროექტის მიზანია ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება. 

თიბისის სოფლის მეურნეობის სექტორში ჯამურად 500 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული", - აღნიშნულია თიბისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics