23:08 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-02 18:35:39, 2842 ნახვა

ეკონომიკა
თამარ არჩუაძე: იმედი გვაქვს, რომ მალე შევძლებთ მივიღოთ როგორც საერთაშორისო მოგზაურები, ასევე საქართველოს მოქალაქეები

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული სამგზავრო რეისებისთვის ემზადება. ფრენების განახლებისა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორთან თამარ არჩუაძესთან და სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელთან, ლევან კარანაძესთან ერთად გაეცნო.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის განცხადებით, მიმდინარეობს საქართველოს ხუთივე აეროპორტის მომზადება საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით, რათა ქვეყანამ პირველი მგზავრების მიღება შეძლოს.

,,მგზავრების მომსახურების გაიდლაინი ეფუძნება საერთაშორისო მოთხოვნებს და რა თქმა უნდა, ჩვენც მას მივყვებით. მგზავრებს მოუწევთ აეროპორტში პირბადეებით გამოცხადება. ისინი გაივლიან თერმოსკრინინგს და იმ შემთხვევაში თუ, მგზავრს არ დაუფიქსირდება კოვიდის დამახასიათებელი სიმპტომები, დაშვებული იქნება რეგისტრაციაზე. როგორც რეგისტრაციის, ასევე შემდგომი პროცედურების დროსაც მგზავრებს მოუწევთ დაიცვან 1, 5 მეტრის დისტანცია. შემდეგ ისინი ჩასხდებიან საჰაერო ხომალდში. სადაც ასევე იქნება აუცილებელი მოთხოვნა, რომ მათ ატარონ პირბადე. ჩაფრენის აეროპორტშიც მგზავრს მოუწევს თერმოსკრინინგთან და სოციალურ დისტაცირებასთან დაკავშირებული პროცედურების დაცვა. იმედი გვაქვს, რომ მალე შევძლებთ მივიღოთ საერთაშორისო ტურისტები და ასევე, ადგილობრივი მგზავრებიც,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“  შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში, მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის გაიდლაინებით გათვალისწინებული, ყველა საჭირო ყველა მოთხოვნა გაითვალისწინა.  შემოსასვლელებში დამონტაჟდა ხელის სადეზინფექციო აპარატები, სპეციალური ვიდეოსკანერები , რომლითაც მოხდება მგზავრებისთვის სიცხის გაზომვა. ასევე,ს მოფრენისა და გაფრენის ტერმინალების უსაფრთხო დისტანციის მანიშნებელი სპეციალური სტიკერებით მონიშვნა,  სარეგისტრაციო დახლებზე მოეწყო დამცავი ფარები,  რათა არ მოხდეს პირდაპირი კონტაქტი მგზავრსა და აერპორტის თანამშორმლებს შორის. საქართველო საერთაშორისო ვიზიტორების მასპინძლობას 1-ლი ივლისიდან გეგმავს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics