|
2015-08-25 10:36:51, 641 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ დანელია: ჩვენი მიზანია, რომ არცერთი კოლოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, მთავრობის მიზანია, რომ არცერთი კოლოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს და გლეხებმა არ იზარალონ. ამის შესახებ დანელიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, რთველის საკოორდინაციო შტაბი მუშაობის დასაწყებად მზადაა. „დღეს იგეგმება შტაბის ოფიციალურად გახსნა, ჩვენი გუნდი უკვე იქაა რამდენიმე დღეა. შტაბი პრაქტიკულად ჩამოყალიბებული და მობილიზებულია. მიუხედავად იმისა, რა ხდება რეგიონში, ჩვენ შევისწავლეთ, რომ მოთხოვნა ღვინოზე იყო მნიშვნელოვნად შემცირებული. ჩვენ არ ვგეგმავდით სუბსიდირებას, მაგრამ ვხედავთ, რომ წელს ამის აუცილებლობა დგას და დარგს კიდევ სჭირდება წახალისება. შესაბამისად, დავტოვეთ ძველი ნიშნულები და თეთრი ყურძნის შემთხვევაში არის 35 თეთრი სუბსიდირება, შავი ყურძნის შემთხვევაში არის 15 თეთრი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფასს დაარეგულირებს ბაზარი და კერძო სექტორი, რათა კონკურენტუნარიანი იყოს დარგი და არ შეექმნას პრობლემები არცერთ მხარეს. წელსაც ჩვენი მიზანია, რომ არცერთი კოლოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს. ეს არის ჩვენი მიზანი, რომ არ იზარალონ გლეხებმა“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)