|
2020-06-02 12:40:07, 1424 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - გარკვეული პარტიული რადიკალური განცხადებები ხალხის თვალში აზიანებს ერთობას - ერთიანობის დარღვევას არ დავუშვებ
მთავარი არ არის რა უნდა გიორგი ვაშაძეს, მთავარია რას სჭირდება დღეს საქართველოს, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გარკვეული პარტიული რადიკალური განცხადებები ხალხის თვალში აზიანებს ერთობას. მე სასწრაფოდ ჩამოვედი რეგიონიდან, სადაც უამრავ ხალხთან მქონდა შეხვედრა. მათ ნომერ პირველი პრობლემა აქვთ გაჭირვება და შიმშილი. მეორე, რისი იმედიც აქვთ, ეს არის ჩვენი ერთიანობა, ურღვეობა და ერთიანი ბრძოლის ფრონტი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ რაღაც გარკვეული პარტიული რადიკალური განცხადებები აზიანებს ხალხის თვალში ამ ერთობის. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის და არ დავუშვებ ერთიანობის დარღვევას. გამარჯვება არის ერთიანობაში. ძალა არის ერთიანობაში. ჩვენს მტერს ყველაზე მეტად აშინებს ჩვენი ერთიანობა. ვსაუბრობ როგორც „ძალა ერთობაშიას“ როგორც ერთიანი ბლოკის ერთიანობაზე, რომლისთვისაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება თუკი კიდევ გაფართოვდება და კიდევ მეტი პოლიტიკური ჯგუფები შემოუერთდებიან. ასევე ვსაუბრობ ოპოზიციის თანამშრომლობაზე, იქნება ეს მაჟორიტარული ოლქების კუთხით, არჩევნების გაყალბების კუთხით, რადგან 8 მარტს რასაც ჩვენ მივაღწიეთ, მივაღწიეთ ოპოზიციის ერთიანობით. 2018 წელს, როდესაც ჩვენ არჩევნების პირველ ტურში გავიმარჯვეთ, გავიმარჯვეთ სწორედ ერთიანი ძალისხმევით. აქედან გამომდინარე, პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი კულუარული გადაწყვეტილებების და ყოველთვის მომხრე ვიყავი საჯაროობის, აბსოლუტურად ყველა საკითხში. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობას და პოზიციას. ჩემთვის პირადად, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გულისთვის მთავარი არის ის აღმშენებლობის პროცესი, რომელიც უნდა დავიწყოთ ყველამ ერთად საქართველოში, რომ ამ უზარმაზარი, უკიდეგანო პრობლემებიდან გამოვიყვანოთ ქვეყანა. რაც შეეხება პრემიერობის საკითხს, გულწრფელად გეტყვით, გუშინ ძალიან გამიკვირდა რადიკალური განცხადებები. ერთი მხრივ საუბარია, რომ არ განგვიხილავთ, მეორე მხრივ რადიკალური განცხადებები. მე ჩემი კანდიდატურა არ დამიყენებია პრემიერობაზე გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში. ეს იყო გარკვეული მოსაზრებები ადამიანების, რომლებმაც გამოთქვეს ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა და დავამშვიდო, რომ ვერც ერთ შემთხვევაში დისონანსს, თუნდაც ასეთი განცხადებები, ვერ შეიტანს ერთიანობაში. საქართველოს გამარჯვება არის ერთიანობაში, ძალაში, რომელიც ჩვენ უნდა გავაერთიანოთ. ვფიქრობ, რომ „ძალა ერთობაშია“ პოლიტიკურ ბლოკს აუცილებლად უნდა ყავდეს პრემიერობის კანდიდატი და აუცილებლად უნდა დაასახელოს გუნდიც, რადგან ხალხი ხმას აძლევს კონკრეტულ დაპირებებზე პასუხისმგებელ ადამიანებსაც. ყველაფერი გარკვეული უნდა იყოს და ამას ყველა დასავლური საარჩევნო კამპანია გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)