|
2020-06-01 14:13:13, 1655 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ხელშეწყობისათვის ახალ ინსტრუმენტს აამოქმედებს
ეროვნული ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ხელშეწყობისათვის ახალ ინსტრუმენტს აამოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყებს. "პანდემიის გავრცელების შეჩერების წარმატებული ღონისძიებების პარალელურად, პრიორიტეტული ხდება ეკონომიკაზე მისი ნეგატიური გავლენის შემსუბუქება. ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ საფინანსო სექტორმა, ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, შეუფერხებლად გააგრძელონ კომპანიებისა და მეწარმე ფიზიკური პირების დაკრედიტება და, ამასთან, ლიკვიდობის რისკების გამო არ გაძვირდეს სასესხო რესურსები. ამის გასანეიტრალებლად, ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი ნაღდი და უნაღდო ლიკვიდობა მიაწოდა როგორც ბანკებს, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. აღნიშნული განხორციელდა როგორც არსებული ინსტრუმენტებით, ისე მოკლე ვადებში დამატებით შემოღებული სვოპის ინსტრუმენტით. ეკონომიკური აქტივობის ეტაპობრივ აღდგენასთან ერთად, ლიკვიდობის მომავალი რისკების თავიდან აცილების მიზნით, გამოიკვეთა დამატებითი ზომების მიღების მიზანშეწონილობა. გაზრდილი გაურკვევლობის ფონზე და მომატებული რისკების პირობებში, ბანკები განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას. ამ სიტუაციაში საკრედიტო და, შესაბამისად, ბიზნეს აქტივობის შესანარჩუნებლად, მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები და სახელმწიფო გარანტიების მექანიზმები ამოქმედდება. ამ პროცესის გამართულად წარმართვას საფინანსო სისტემის ლიკვიდობის მხარდაჭერის კუთხით, ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს, ვინაიდან დროებით გაზრდილი რისკების ფონზე, ბიზნესის დაკრედიტების პროცესის გასაგრძელებლად, ბაზარზე ლიკვიდობის საკმარისი დონის შენარჩუნება ცენტრალური ბანკების ფუნქციაა. ამის მიღწევის ერთ-ერთი გზა კი არალიკვიდური აქტივების გირაოს სანაცვლოდ ლიკვიდური სახსრების მიწოდებაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი 1 ივნისიდან მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტს აამოქმედებს, რომელიც ორი კომპონენტისაგან შედგება. პირველი განკუთვნილია კომერციული ბანკებისათვის, რომელთაც სასესხო პორტფელის დაგირავების სანაცვლოდ შესაძლებლობა ექნებათ ეროვნული ბანკიდან ლიკვიდობის მხარდაჭერა მიიღონ. მეორე ინსტრუმენტი კი მიკროსაფინანსო ინსტიტუტებისათვის იქნება, რომლებიც, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სასესხო პორტფელის მოცულობის ფარგლებში, ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, კომერციული ბანკებიდან სასესხო რესურსის მოზიდვას შეძლებენ. ლიკვიდობის მართვის ახალი მექანიზმი 2023 წლის ბოლომდე (2022 წლიდან შემცირებადი გრაფიკით), ყოველთვიური განახლების შესაძლებლობით იმოქმედებს, ხოლო ფასს TIBR1M ერთთვიანი ინდექსი განსაზღვრავს. ახალი მექანიზმი, უკვე არსებულ ინსტრუმენტებთან ერთად, უზრუნველყოფს ლიკვიდობის რისკების შემცირებასა და კრედიტუნარიანი მსესხებლებისთვის ფინანსური რესურსების შეუფერხებელ მიწოდებას. ეს კი ხელს შეუწყობს ეკონომიკის სწრაფ აღდგენასა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კრიზისამდელ ტრაექტორიაზე დაბრუნებას", - განაცხდეს სებში.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)