03:46 - 03 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-01 13:17:52, 1480 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - ამაყები ვართ, რომ ქართველი მეზღვაურები ცნობილი არიან მსოფლიოში, როგორც ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები

საქართველოს საზღვაო აკადემიას თანამედროვე სტანდარტების საწვრთნელი აუზი ექნება, რომლის სამშენებლო სამუშაოებსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გაეცნო. საწვრთნელი აუზი სტუდენტებსა და მეზღვაურებს საშუალებას მისცემს სავალდებულო პრაქტიკული წვრთნები საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად გაიარონ. აუზის მშენებლობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის მთავრობისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

ნათია თურნავასთან ერთად, სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს და საზღვაო აკადემიაში საგანმანათლებლო პროცესს გაეცნენ აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი. 

„მეზღვაურის პროფესია მამაცი ადამიანების პროფესიაა. მეზღვაურებს უწევთ ბევრ გამოწვევასთან გამკლავება და ამაყები ვართ, რომ ქართველი მეზღვაურები ცნობილი არიან მსოფლიოში, როგორც ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები. იმისთვის, რომ მეზღვაურთა კვალიფიკაცია უფრო მეტად ავამაღლოთ, საზღვაო აკადემიაში სპეციალური საწვთნელი აუზი აშენდება, სადაც ჩვენი აკადემიის კურსანტები წვრთნებს გაივლიან და დაეუფლებიან ცოდნას, რაც დაკავშირებულია გადარჩენის ოპერაციებთან," - განაცხადა ნათია თურნავამ აკადემიაში სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.

ამ ეტაპზე საქართველოს საზღვაო აკადემიაში საზღვაო განათლებას 2000-ზე მეტი სტუდენტი იღებს. მინისტრის განცხადებით, მზარდი რაოდენობის პარალელურად, აუცილებელია ქართველი მეზღვაურები კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი იყვნენ საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე, ამიტომ მათი წვრთნაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა განხორციელდეს.

მრავალფუნქციური აუზი სრულიად კომფორტული და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული იქნება. სხვა ფუნქციებთან ერთად, აღჭურვილი იქნება ამინდის მოდელირების შესაძლებლობით. კურსანტები წვრთნებს უმაღლეს დონეზე, რეალურთან მიახლოებულ პირობებში გაივლიან, მაგალითად: შტორმის დროს სამაშველო კანჯოთი და ტივტივათი მანევრირება, გემიდან წყალში ჩავარდნილი ადამიანის გადარჩენა და სხვ. აუზის მშენებლობისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 1 496 319 ლარს შეადგენს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გერმანია ევროკავშირში რუსებისთვის შესვლის ახალი შეზღუდვების დაწესებას ითხოვს
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
გიორგი პატარიძე: ღარიბაშვილთან მიმართებით დამატებითი პაემნით წახალისების შესახებ სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, შესაბამისად, პაემანი ვერც ჩაინიშნებოდა და ვერც გაუქმდებოდა
ლევან ხაბეიშვილი - სულაც არ გამიკვირდება, კობახიძემ სცადოს ბიძინას განეიტრალება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics