2020-06-01 10:33:44, 1073 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ყველა სახის სერვისი განაახლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 1-ლი ივნისიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განაახლა და მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში ემსახურება.
მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს.
სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),