09:53 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-29 19:13:13, 1250 ნახვა

საზოგადოება
პლაქვენილის გამოყენება, COVID-19-ის მკურნალობის მიზნით, დროებით შეჩერდა

საქართველოში COVID-19-ის მკურნალობის მიზნით პლაქვენილის გამოყენება დროებით შეჩერდა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს. შეხვედრაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი გაიდლაინები განიხილეს, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციამ პლაქვენილის გამოყენება, სოლიდარობის კვლევის ფარგლებში, დროებით შეაჩერა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველო, როგორც სოლიდარობის კვლევაში მონაწილე ერთ-ერთი ქვეყანა, „ჯანმო“-ს რეკომენდაციას იზიარებს და შესაბამისად პლაქვენილის გამოყენებას აჩერებს.

„პლაქვენილის გამოყენება დროებით შეაჩერა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ჯგუფმა. არ არის გამორიცხული, რომ დამატებითი მტკიცებულებების გამოჩენის საფუძველზე, რომელიც დაადასტურებს პლაქვენილის სარგებელს მასთან დაკავშირებულ რისკებთან შედარებით მისი გამოყენების შესახებ რეკომენდაცია ისევ გაიცეს, თუმცა ჯერჯერობით ამის თქმის საფუძველი არ გვაქვს და უნდა დაველოდოთ მოვლენები როგორ განვითარდება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, პლაქვენილის გამოყენება საქართველოში ყოველთვის ხდებოდა გვერდით მოვლენებზე ძალიან ინტენსიური მონიტორინგს რეჟიმში.

„ყველა პაციენტს, რომელმაც პლაქვენილი მიიღო ჰქონდა შესაფერისად კარგი გამოსავალი. ამ შემთხვევაში კლინიცისტები საუბრობენ დაავადების მიმდინარეობის შემოკლებაზე, პაციენტებს სერიოზული გვერდითი მოვლენები პლაქვენილის ფონზე არ ჰქონიათ, ამდენად გარკვეულად იმედგაცრუებაც კი გამოიწვია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ამ გადაწყვეტილებამ. მაგრამ ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენები როგორ განვითარდება და რა დამატებითი საფუძველი გვექნება იმისთვის, რომ პლაქვენილი ან რომელიმე სხვა ეფექტური მედიკამენტი, რასაც დღეს სოლიდარობის კვლევის ფარგლებში შეისწავლიან, შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს“, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

მკურნალობის ახალ გაიდლაინს სამინისტრო მომდევნო კვირაში დაამტკიცებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრემლმა სომხეთის არჩევნების წინ ფაშინიანის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია დაიწყო - The Insider
პენტაგონი ირანში სახმელეთო შეჭრის ალბათობას უშვებს
უკრაინულმა დრონებმა სტავროპოლის ოლქში ქიმიურ ქარხანას და რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics