00:53 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-29 14:45:09, 1243 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე გახარიას - წერილობით მოგვაწოდეთ რაღაც დოკუმენტები, რაც როგორც ყოველთვის, სიცრუეა

წერილობით მოგვაწოდეთ რაღაც დოკუმენტები, რაც როგორც ყოველთვის, სიცრუეა, - ამსი შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2015 წელს ბავშვთა სიღარიბე იყო 2.5%, ხოლო 2017-ში გახდა 6.8%. „ეს არის ნამდვილი ინფორმაცია და არა ის ზღაპრები, რაც  თქვენ წაიკითხეთ“

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, როგორც ყოველთვის სიცრუეა. თქვენ წერილობით მოგვაწოდეთ რაღაც დოკუმენტები. მინდა დაგისვათ კითხვა, იცით თუ არა, რატომ გაათავისუფლეს თქვენი წინამორბედი ბატონი კვირიკაშვილი? რატომ მოხსნა ივანიშვილმა კვირიკაშვილი? იმიტომ მოხსნა, რომ გაეროს მსოფლიო ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში გაიზარდა უკიდურესი სიღარიბე მოსახლეობის ყველა კატეგორიაში. ბავშვთა სიღარიბე, პენსიონერთა სიღარიბე და საერთო სიღარიბე. ამიტომ მოხსნეს, ასე ამბობენ, მაგრამ სინამდვილეში სხვა რამის გამო მოხსნა, როგორც თქვენც მოგხსნით მალე, მაგრამ ეს სხვა საკითხია.

2015 წელს ბავშვთა სიღარიბე იყო 2.5%, 2017-ში გახდა 6.8%. ეს არის ნამდვილი ინფორმაცია და არა ის ზღაპრები, რაც  თქვენ წაიკითხეთ. უკიდურესი სიღარიბე პენსიონერებში 2015 წელს იყო 1.7%, 2017 წელს გახდა 3.7%. მთლიანი სიღარიბე ქვეყანაში იყო 2.5%, 2017 წელს კი გახდა 6.8%. ამის შემდეგ სარწმუნო განახლებული ინფორმაცია არ არსებობს. ჩვენს მიერ მოტანილი ყველა ციფრი სინამდვილეა.

დღეს 75 დოლარია პენსია, როდესაც 2013 წელს იყო 90 დოლარი. დათვალეთ პენსიონერების ინფლაცია რამდენჯერ გაიზარდა საქართველოში ფასები. საქართველოს მოსახლეობის 69% არის უკიდურეს სიღარიბეში მსოფლიო ბანკის კვლევით და მხოლოდ 7% არის საშუალო ფენა. ეს არის საერთაშორისო ინფორმაცია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics