|
2020-05-29 12:57:11, 1186 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - მომავალ კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა გაიმართება
მომდევნო კვირაში ჩვენ უკვე ვგეგმავთ პირველ საჯარო განხილვას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პირველ საჯარო განხილვას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, ხოლო მეორეს, სავარაუდოდ, აჭარის ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემს. „მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ საკონსტიტუციო განხილვის პროცესი აღდგა, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს. მანამდე ეს დრო იყო შერებული. მომდევნო კვირაში ჩვენ უკვე ვგეგმავთ პირველ საჯარო განხილვას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ეპიდსიტუაციის და ჯანდაცვის რეკომენდაციების გამო, ეს ჩატარდება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერით. წინასწარ მოხდება მოქალაქეთა შეკითხვების და მათი მოსაზრებების შეკრება და შემდეგ როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია ვუპასუხებთ ამ კითხვებს პირდაპირი ეთერით, რომელიც ასევე იქნება ინტერაქტიული. აღნიშნულ განხილვას მალევე მოყვება მეორე განხილვა, რომელიც ჩატარდება რეგიონში. სავარაუდოდ, აჭარის ტელევიზია უმასპინძლებს. უკვე კონსულტაციები გვაქვს ამაზე დაწყებული. ამის მერე, უკვე ერთთვიანი ვადის ამოწურვის შედეგ გადავდივართ საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვაზე, რასაც მოჰყვება პირველი კენჭისყრა. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი მოცემულობით, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში შევძლებთ რომ გამოვიტანოთ სამივე კენჭისყრაზე როგორც საკონსტიტუციო ცვლილებები, ასევე საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც შემუშავებულია ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინებით“, - განაცხადა თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)