|
2020-05-28 14:52:40, 1594 ნახვა
ეკონომიკა
ლილუაშვილი - გარკვეული კატეგორიის დეველოპერულ კომპანიებისთვის Escrow ანგარიში სავალდებულო იქნება
ჩვენ არ ვართ ორიენტირებული მხოლოდ მოკლევადიან მიზნებსა და ამოცანებზე, ვცდილობთ, რომ ეს კრიზისი ვაქციოთ სხვადასხვა შესაძლებლობად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, სექტორთან შევთანხმდით იმაზე, რომ 2020-2021 წლიდან, Escrow ანგარიშის გამოყენება იქნება სავალდებულო, გარკვეული პირობების გათვალიწინებით. „აქ საუბარია იმაზე, რომ წლების განმავლობაში, ისტორიულად, ვერ მოხერხდა ე.წ. Escrow ანგარიშების დანერგვა ამ სექტორის საქმიანობაში და ჩვენ გადავწყვიტეთ და სექტორთან შევთანხმდით იმაზე, რომ 2020-2021 წლიდან, Escrow ანგარიშის გამოყენება იქნება სავალდებულო, გარკვეული პირობების გათვალიწინებით. ეს არის საბანკო ანგარიში, რომლის გამოყენებითაც მსესხებელი დაზღვეულია იმისგან, რომ მშენებლობა არ დასრულდება. როდესაც მშენებელი სესხის საშუალებით ყიდულობს უძრავ ქონებას, ის მთლიან თანხას ურიცხავს მშენებელს და შემდეგ მშენებელი სხვადასხვა რისკებიდან გამომდინარე შესაძლოა დადგეს იმ პრობლემის წინაშე, რომ ვერ დაასრულოს მშენებლობა Escrow ანგარიშის გამოყენებით მსესხებლის მიერ გადახდილი თანხები გროვდება ამ ანგარიშზე და სამშენებლო პროცესის პარალელურად, ან დასრულების შემდეგ შეუძლია ამ თანხების გამოყენება. ეს ნაბიჯი მრავალ ევროპულ ქვეყანაშია დანერგილი და ჩვენ შევქმნით სტანდარტს, რომელიც გამოაჯანსაღებს სექტორის მდგომარეობას. ეს არ იქნება სავალდებულო ყველა დეველოპერული კომპანიისთვის, ეს შეეხება გარკვეული კატეგორიის დეველოპერულ კომპანიას და გაყიდვების მოცულობას და ამ საკითხზე სექტორთან კომუნიკაციას ვაგრძელებთ“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)