00:57 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-28 13:52:28, 1326 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - თუ საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება, პრობლემა არ არის, შენარჩუნდება ის სისტემა, რომელიც ორმა პარტიამ ქვეყანას სახსოვრად დაუტოვა

ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საარჩევნო სისტემა შეიცვლება თუ არ შეიცვლება, ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგება ამ ორ პარტიას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

„თქვენც იცით, რომ არც ოქრუაშვილი, არც უგულავა და არც რურუა არ არიან პოლიტპატიმრები, ისინი არიან პოლიტკრიმინალები. შესაბამისად, ამ საკითხზე საუბარი აბსოლუტურად ზედმეტია. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, ჩვენი მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებს ექნება სრული მხარდაჭერა. თუ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს აქ არის ორი ვარიანტი ერთი ვარიანტია, რომ ამ ორი პარტიის ხმების გარეშეც შეიძლება გავიდეს და მაღალი ალბათობით გავა საკონსტიტუციო ცვლილებები და ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს. თუ არ გავა, ესეც არ არის დიდი პრობლემა. ამ შემთხვევაში, შენარჩუნდება ის საარჩევნო სისტემა, რომელიც ზუსტად ამ ორმა პარტიამ დაუტოვა ქვეყანას სახსოვრად. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს სისტემა შეიცვლება თუ არ შეიცვლება, ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგებათ სწორედ ამ ორ პარტიას, რადგან თუ ჰქონდათ ცოტა მეტი წარმომადგენლობის უზრუნველოფის შანსი ახალი სისტემით 120/30-ით, ძველი სისტემით 77/73-ით კიდევ უფრო ნაკლებად იქნება წარმოდგენილი ეს ორი პარტია პარლამენტში, რაც შეიძლება ცუდი არც იყოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics