2020-05-27 18:47:55, 1304 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის მხარდამჭერები აქციას მართავენ
ბათუმში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის მხარდამჭერები აქციას მართავენ.
ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
დაკავებულების ახლობლები ქუჩის გადაკეტვას გეგმავენ, რის საშუალებასაც სამართალდამცავები არ აძლევენ.
ამასთან, პოლიციელების მიმართ დაუმორჩილებლობის გამო, სამართალდამცავი ორგანოები რამდენიმე პირს აკავებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,