|
2020-05-27 14:53:44, 1394 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია პრემიერს - ლობისტების მიერ სტრატეგიულ პარტნიორებთან მიწერილ წერილში აღიარებითი ჩვენება გაქვთ, ამიხსენით, როდის იტყუებოდით?
ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტპატიმრები იყვნენ, ერთი პოლიტიკური პატიმარი ისევ ციხეშია, თქვენ მათ პოლიტპატიმრებად არ აფასებთ, იძახით, რომ შეთანხმება არ ყოფილა. მინდა გვითხრათ, რატომ არ გაქვთ ინტერესი, რომ ეს ფურცელი დაიხუროს? - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს. როგორც მან აღნიშნა, სტრატეგიულ პარტნიორებს წერილებს არა ლობისტები, არამედ მთავრობა უნდა წერდეს. „მინდა შევუერთდე ბატონ პრემიერს იმ დღის აღნიშვნასა და მოლოცვაში, რომელიც გუშინ იყო ქვეყანაში. აქვე ერთი პატარა კითხვა მაქვს, ეროვნული დროშების ჩამოკიდება რატომ იყო ბატონო პრემიერო პრობლემა ქალაქში ამ დღის აღსანიშნავად? რა პრობლემასთან გვქონდა საქმე, რა შუაშია აქ პანდემია? პრემიერმა ბევრ ისეთ თვითქებასთან და ოპოზიციის კრიტიკასთან ერთად, რომელსაც არანაირად არ ვეთანხმები, თქვა ისიც, რასაც ვეთანხმები, რომ საერთო ჯამში ქვეყანას მთლიანად შეგვაფასებენ ყველგან და საზოგადოებრივ თანხმობას აქვს მნიშვნელობა ოპონენტებს შორის. ამაზე მაქვს სწორედ კითხვა - თქვენ იცით, რომ პანდემიის გარდა, ერთ-ერთი დიდი პრობლემა პოლიტიკური კრიზისია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტპატიმრები იყვნენ, ერთი პოლიტიკური პატიმარი ისევ ციხეშია, თქვენ მათ პოლიტპატიმრებად არ აფასებთ, იძახით, რომ შეთანხმება არ ყოფილა. მე უბრალოდ მინდა გვითხრათ, რატომ არ გაქვთ ინტერესი, რომ ეს ფურცელი დაიხუროს? მე ცოტა ხნის წინ ვნახე, თქვენი ლობისტების მიერ მიწერილი წერილი აშშ-ში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ჯერ ერთი, მინდა გკითხოთ, ვინ გირჩიათ, მთავრობის მაგივრად ლობისტი მიმართავდეს წერილით პარტნიორებს? ეგ ითვლება სამარცხვინოდ და ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ ამბად. ლობისტმა უნდა გირჩიოს როგორ ილაპარაკო, რა სტრატეგია გქონდეს, მაგრამ წერილებს წერს მთავრობა. მაგრამ ეს წერილი, რომელსაც მთავრობის ლოგო აქვს ქვემოთ იწყება ასე: „რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა პოლიტიკური შეთანხმების შესრულების მიმართულებით და შეიწყალა ორი პატიმარი“. ანუ აქ აღიარებითი ჩვენება გაქვთ, თან ამას აღიარებთ და თან ბოლო პოლიტაპატიმრის, რომელსაც თქვენ პოლიტპატიმრად არ თვლით, გამოშვება არ გინდათ და გინდათ კრიზისი შეინარჩუნოთ. ამიხსენით როდის იტყუებოდით. ამ წერილის დროს? ახლა? გუშინწინ? ერთი პოლიტპატიმრის შემთხვევაში თუ მეორესი? რურუას თუ სხვების შემთხვევაში?“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ბოკერია ასევე დაინტერესდა დატოვებს თუ არა თანამდებობას მინისტრთა კაბინეტის ის წევრი, რომელიც დასავლეთის კრიტიკას რუსეთის აგრესიას ადარებს. „თუ გაირკვევა, ბატონო პრემიერო, რომ თქვენს მინისტრებს შორის არის მინისტრი, რომელიც ჩვენი პარტნიორების, დასავლეთის კრიტიკას დემოკრატიასთან დაკავშირებით, თუნდაც თქვენი აზრით არასწორს, ადარებს რუსეთის იმპერიის, საბჭოთა კავშირის ან პუტინის რუსეთის აგრესიას საქართველოს მიმართ და დამოუკიდებლობის დამხობას, აი ასეთ პარალელს მიიჩნევთ თუ არა სამარცხვინოდ და ასეთი მინისტრი გასაშვები გყავთ თუ არა?“ , - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)