11:21 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-27 11:39:00, 1012 ნახვა

საზოგადოება
თალაკვაძე - ვირუსთან ბრძოლის პერიოდში, საქართველომ დაუმტკიცა საზოგადოებას და მთელ მსოფლიოს, რომ გვაქვს კარგად მომზადებული ჯანდაცვის სისტემა

ვირუსთან ბრძოლის პერიოდში, საქართველომ დაუმტკიცა საზოგადოებას და მთელ მსოფლიოს, რომ გვაქვს კარგად მომზადებული ჯანდაცვის სისტემა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს პარლამენტში დისკუსიის მთავარი საგანი პრემიერ-მინისტრის მიერ წარმოდგენილი ანგარიში იქნება.

„საქართველომ მართლაც წარმატებით შეძლო ვირუსის გავრცელების შეკავება და ჩვენ ვართ ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა. როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ადმინისტრირების თვალსაზრისით დაუმტკიცა თავის საზოგადოებას და მთელ მსოფლიოს, რომ გვაქვს კარგად მომზადებული სისტემა ჯანდაცვის, ეპიდემიოლოგიური და ყველა მოკავშირე სამსახურები, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ პროცესში.

რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, მოგეხსენებათ, რომ დღეს პარლამენტში მოდის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის წევრებთან ერთად. ჩვენ მოვისმენთ მის ანგარიშს კორონავირუსთან დაკავშირებით. ასევე, სამომავლო გეგმები იქნება დღეს დისკუსიის საგანი. ვფიქრობ და ყველას გთხოვთ, რომ მაქსიმალური ჩართულობა და მონაწილეობა მიიღოთ დღეს. დასვათ კითხვები, რომლებიც არსებობს და გავმართოთ სრულფასოვანი პოლიტიკური დისკუსია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა გადაწყვიტა, შეამციროს ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა ნატოს ქვეყნების დასახმარებლად
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავა
26 მაისს მერია რამდენიმე ქუჩას კეტავს
პუტინმა სი ძინპინთან ვიწრო ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics