|
2020-05-26 09:35:28, 1396 ნახვა
საზოგადოება
DRI: ცხინვალში რუსეთის გავლენა კიდევ უფრო იზრდება
„ე.წ. სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი „დამოუკიდებლობა“ კიდევ უფრო ფორმალური ხდება“, - ამის შესახებ განცხადებას DRI ავრცელებს. მათი ცნობით, სამხრეთის ოსეთის ე.წ. პარლამენტი აპირებს ცვლილებები შეიტანოს კანონებში „იარაღის შესახებ“ და „გარკვეული ტიპის საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“. ეს ცვლილებები რუსეთის ფედერაციის უფლებებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განუსაზღვრელად აფართოვებს. „დაგეგმილი ცვლილებებით, კანონში „იარაღის შესახებ“, ფართოვდება ტერმინის „სამსახურებრივი იარაღი“ განმარტება. კერძოდ, თუ დღემდე ეს ტერმინი განიმარტება როგორც „იარაღი, რომელიც გათვალისწინებულია თანამდებობის პირებისთვის“, ცვლილების მიხედვით, იარაღის ტარების უფლება მიეცემათ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის თანამშრომლებს. შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რუსული კანონმდებლობით, შსს-ს თანამშრომლებს აკრძალული აქვთ ოპერატიული საქმიანობის სახელმწიფო საზღვრებს მიღმა წარმოება. შესაბამისად, დაგეგმილი ცვლილებებით, გამონაკლისი მხოლოდ სამხრეთ ოსეთისთვის კეთდება, რაც აღნიშნული ცენტრის რუს მილიციელებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იარაღის გამოყენების უფლება მისცემთ. ცნობილია, რომ რუსი მილიციელები მსგავსი უფლებით ასევე სარგებლობენ ოკუპირებულ ყირიმში. ცვილილებებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ცხინვალშიც აპროტესტებენ. ამ საკითხზე ცხინვალში დისკუსია ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო, როდესაც რუსულ-ოსური ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნა დაიგეგმა. თუმცა მაშინ გადაწყდა, რომ იარაღის ტარებისა და გამოყენების უფლება მხოლოდ კრიმინალისტიკის დარგის ექსპერტ-კონსულტანტებს ექნებოდათ, რომელთა ამოცანაც ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის ამაღლება იქნებოდა. ახლანდელი ცვლილებით კი, რუსეთისთვის დამატებითი პრივილეგიების გადაცემა განიხილება. დისკუსია ასევე გამოიწვია კანონპროექტის რამდენიმე მუხლმა, რომლებიც იმ იურიდიული პირების თანაშრომელთა მომზადებას ეხება, რომელთაც „განსაკუთრებული საწესდებო ამოცანები“ გააჩნიათ. გაუგებარია, რა იგულისხმება ამ ორგანიზაციების ქვეშ. კანონპროექტის მე-11 ნაწილში საუბარია სავაჭრო ორგანიზაციაზე რაიმე დამაზუსტებელი დეტალების გარეშე. რაც ყველაზე მთავარია, კანონის მე-4 ნაწილში საუბარია სხვა პირების მიერ ე.წ. რესპუბლიკაში იარაღის შეტანასა და გატანაზე. რუსეთი ე.წ. „სამხრეთ ოსეთს“ აქამდეც ტოტალურად აკონტროლებდა. ეს ცვლილებები შესაძლოა უკავშირდება როგორც რუსეთის პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებას ცხინვალში და სამხრეთ კავკასიაში, ასევე სამხრეთ ოსეთის გამოყენებას რუსეთის მიერ ოკუპირებული სხვა ტერიტორიების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ დაგეგმილი ცვლილებები კიდევ უფრო ზრდის ოკუპაციასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ რისკებს და ამავდროულად, აფართოებს ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების პრივილეგიებს. შესაბამისად, „დემოკრატიის კვლების ინსტიტუტი“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი, ცხინვალში რუსეთის მზარდი და უკონტროლო გავლენის შესაკავებლად“, - განაცხადეს DRI-ში.
ტრამპმა გადაწყვიტა, შეამციროს ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა ნატოს ქვეყნების დასახმარებლად
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავა
26 მაისს მერია რამდენიმე ქუჩას კეტავს
პუტინმა სი ძინპინთან ვიწრო ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)