|
2020-05-25 16:56:01, 2014 ნახვა
საზოგადოება
თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 30-31 მაისს პირველად თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი გაიმართება. მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც გავრცელებულმა პანდემიამ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის საშემოდგომოდ გადადება განაპირობა. თუმცა, ფესტივალის ტრადიციულ თარიღებში ქართველი თუ უცხოელი მწერლები, გამომცემლები და მკითხველები ამჯერად ონლაინ სივრცეში შეიკრიბებიან. თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი ოფიციალურად 30 მაისს, 11:00-ზე გაიხსნება და პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება 30 და 31 მაისს 11-დან 20 საათამდე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე (Tbilisi International Book Fair / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი - https://cutt.ly/yynpPSx) პირდაპირი ჩართვების რეჟიმში გადაიცემა. ვირტუალური ფესტივალი ინარჩუნებს ტრადიციული ფესტივალის შინაარსს და ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამა და წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა. წიგნის ვირტუალურ ფესტივალზე შენარჩუნდება ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამის ტრადიციული კონცეფციაც, რომელიც რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: ახალი წიგნების პრეზენტაციები და შეხვედრები ქართველ მწერლებთან; საბავშვო პროგრამა; პროგრამა ფესტივალის ფოკუს-ქვეყნისა და სხვა უცხოელი მწერლების ჩართულობით; საგამომცემლო- პროფესიული პროგრამა და პროექტი „მსახიობები ლიტერატურისთვის". წიგნის ვირტუალური ფესტივალის მხარდამჭერია „თიბისი“, რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებასთან და ლიტერატურასთან დაკავშირებული ინიციატივებისა და პროექტების ხელშეწყობაა. 2020 წლის თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყანა თურქეთია, შესაბამისად, წიგნის ვირტუალურ ფესტივალზეც ამ სტატუსით თურქეთი ისარგებლებს და ქართველ მკითხველს თურქი გამომცემლებისა თუ მწერლების მონაწილეობით, რამდენიმე ღონისძიების ფარგლებში წარუდგენს იმ პროგრამას, რომლის მასშტაბურად განხორციელებასაც ისინი შემოდგომაზე თბილისში გეგმავენ. 31 მაისს, ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით, თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალის საგამომცემლო-პროფესიული პროგრამის ფარგლებში ჩატარდება ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო საგამომცემლო პროგრამის (International Publishing Fellowship) ონლაინ სესია ბრიტანელი, ქართველი, თურქი და უკრაინელი გამომცემლების მონაწილეობით. აღნიშნული პროექტის მიზანია დააკავშიროს ბრიტანეთისა და მზარდი საგამომცემლო სექტორის მქონე ქვეყნების პროფესიონალი გამომცემლები. ფესტივალის უკვე ტრადიციული პროექტის - „მსახიობები ლიტერატურისთვის" ფარგლებში, კინოსა და თეატრის მსახიობები წიგნის მოყვარულებს წიგნებს ონლაინ წარუდგენენ. თბილისის წიგნის ვირტუალურ ფესტივალში 30-მდე გამომცემლობა მიიღებს მონაწილეობას. თითოეული მონაწილე სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას შესთავაზებს მკითხველებს. წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა ასოციაციის ვებ-გვერდზე, საგანგებოდ ბაზრობისთვის შექმნილ ონლაინ სივრცეში იქნება შესაძლებელი - http://www.gpba.ge/ თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი, ტრადიციული ფორმატით, 2020 წლის 24-27 სექტემბერს ჩატარდება.
სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო
ივანიშვილის წარმომადგენელი გორდულაძე განაჩენის გამოტანამდე ოპოზიციურ პარტიებს არაკონსტიტუციურებს უწოდებს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრალდებულმა ორი პირი ლიმონკით ააფეთქა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე მძიმე მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)