|
2020-05-22 14:16:39, 1381 ნახვა
პოლიტიკა
ნატოში საქართველოს ელჩად ვიქტორ დოლიძე, ხოლო ჟენევაში ალექსანდრე მაისურაძე ინიშნება
ნატოში საქართველოს ელჩად ვიქტორ დოლიძე, ხოლო ჟენევაში ალექსანდრე მაისურაძე ინიშნება. აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. „გვეყოლება ახალი ელჩები. ნატო-ში ჩვენმა ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ დაასრულა თავისი საქმიანობა, მას შეუსრულდა ელჩობისთვის განკუთვნილი ვადა 4+1, ანუ 5-წლიანი ვადა დაასრულა, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისი გამოცდილება მრავალმხრივ ურთიერთობებში გამოვიყენოთ ჟენევაში, საერთაშორისო ურთიერთობებში წარმომადგენლად. ის საქმიანობას გააგრძელებს ჟენევაში. ხოლო მის ადგილს დაიკავებს ჟენევაში ჩვენი ელჩი ვიქტორ დოლიძე, რომელიც ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი იქნება. ბატონ ვიქტორს წარდგენა არ სჭირდება, კარგად იცნობთ, უაღრესად გამოცდილი დიპლომატია, ასევე სახელმწიფო მინისტრი გახლდათ ეროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და მნიშვნელოვან კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ასევე ნატო-სთან ურთიერთობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს თავადაც მისიაში ნამუშავარია წლების განმავლობასი“, - განაცხადა ზალკალიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)