|
2020-05-22 13:57:48, 1316 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - მიდგომა, რომ გავიმარჯვეთ და პანდემია აღარ არსებობს, არის უპასუხისმგებლო და ხელისუფლება ამ საუბარში ვერ შევა
„მანიპულაცია იმაზე, რომ თითქოს უკვე ყველაფერი დასრულდა, რომ გავიმარჯვეთ და პანდემია აღარ არსებობს - ეს მიდგომა არის უპასუხისმგებლო და ხელისუფლება ამ საუბარში ვერ შევა. ჩვენ გვრჩება ამოცანები, პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე და ამ პასუხისმგებლობას ჩვენ შევასრულებთ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ დაწესებული შეზღუდვების მოხსნის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და ეპიდემიოლოგიური ვითარება შეაფასა. მისი თქმით, სიტუაცია დამაიმედებელია, თუმცა, საფრთხე კვლავ რჩება. „საფრთხე კვლავ რჩება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჯერ არ მოუხსნია პანდემიის რეჟიმი და არა ერთი მცირე თუ დიდი სახელმწიფო კვლავ დგას ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე. არის ძალიან ბევრი ახალი შემთხვევა. სამწუხაროდ, არის გარდაცვალების ბევრი შემთხვევაც და ვიდრე ეს საფრთხე არსებობს, ჩვენც, როგორც სახელმწიფომ, საქართველომაც ამ გამოწვევის და საფრთხის წინააღმდეგ უნდა შეინარჩუნოს გარკვეული პრევენციული ზომები. დღეს იწურება საგანგებო მდგომარეობა, რაც ნიშნავს, რომ მეტი შეზღუდვების ეტაპიდან ჩვენ გადავდივართ ნაკლები შეზღუდვების ეტაპზე. გარკვეული შეზღუდვები ბუნებრივია, დარჩება და ჩვენ მოგვიწევს უსაფრთხოების ძირითადი წესების დაცვა, რასაც ჩვენი ჯანდაცვის სამსახურები გვაწვდიან იმისთვის, რათა შევძლოთ სოციალური, ეკონომიკური ფუნქციების აღდგენა, პოლიტიკური პროცესის სრულად განახლება და შევასრულოთ ის ამოცანებიც, რაც მიმდინარე რეჟიმში არსებობს",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპელები აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას
მოსკოვის რეგიონში გაყიდვების მხრივ სიდიდით მეორე ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა ფუნქციონირება შეწყვიტა
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)