2020-05-22 13:31:17, 888 ნახვა
რეგიონი
ნიგაზეულში სასოფლო გზაზე ფერდსამაგრი კედლის მოწყობა დაიწყო
სოფელ ნიგაზეულში ქვემოურების უბანში, უსაფრთხო გადადგილების მიზნით, სამანაქანე გზაზე ფერდსამაგრი კედლის მოწყობითი სამუშაოები დაიწყო.
სამუშაოებს, ყველა რეკომენდაციის დაცვით, შპს ,,ბაია-2018" ახორციელებს და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 4 647 ლარია. სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.
დასრულებული პროექტით ისარგებლებს ათი ოჯახი. ინფრასტრუქტურული პროექტი, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, მეწყერსაშიშ ზონებში პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით ხორციელდება.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),