23:55 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-22 12:56:49, 798 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობამ მოწყვლადი ჯგუფების დახმარების მეორე ეტაპი დაიწყო

აჭარის მთავრობამ მოწყვლადი ჯგუფების დახმარების მეორე ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე მთავრობა 20 000-მდე სხვადასხვა სოციალური კატეგორიის ოჯახისთვის 12 სახის პროდუქტზე 894 627 ლარს დახარჯავს. სასურსათო კალათები აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში დარიგდება.

დახმარებას ე.წ. ოცნების ქალაქში დასახლებული ოჯახების, გარდა მიიღებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული:

- შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარჩენალდაკარგულები, მარტოხელა მშობელები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები.

- ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა პენსიონერები და სარეცელს მიჯაჭვული მოქალაქეები.

- სასურსათო კალათას აგრეთვე მიიღებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულის მქონე მრავალშვილიანი ოჯახები - სამი და მეტი შვილით და ამავე სარეიტინგო ქულის მქონე ვეტერანები (3-4 შვილი - 1 ,,სასურსათო კალათა“, 5 და მეტი შვილი - 2 ,,სასურსათო კალათა“).

აჭარის მთავრობა თავდაპირველად 7000 ოჯახს დაეხმარა. სურსათის შესაძენად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან 400 000 ათას ლარამდე გამოიყო. შეძენილი პროდუქტები აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში გადანაწილდა და ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველებს, მარტოხელა პენსიონერებს, სარეცელს მიჯაჭვულ პირებს გადაეცა.

პროცესს კოორდინაციას ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი უწევდა. ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა წითელ ჯვართან ერთად ორგანიზება გაუკეთა მოხალისეთა რეგისტრაციას, გადამზადებას და ეკიპირებას. პანდემიის პერიოდში ახალგაზრდული ცენტრი წითელ ჯვართან ერთად დღემდე ახორციელებს მოხალისეობრივ დასაქველმოქმედო საქმიანობას. ცენტრი უკვე ათი ათასზე მეტ ოჯახს დაეხმარა სასურსათო კალათებით, მედიკამენტებითა და ყოველდღიური საჭიროების პროდუქტებით.

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics