|
2020-05-21 10:59:52, 1019 ნახვა
პოლიტიკა
ხუნდაძე - რისკი არ შემცირებულა, პანდემია რჩება პანდემიად და შესაძლოა იყოს მეორე და ასევე მესამე ტალღა
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, რისკი არ შემცირებულა, პანდემია რჩება პანდემიად და შესაძლოა იყოს მეორე და ასევე მესამე ტალღა. მისი თქმით, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარეა საჭირო, რომ დააზუსტონ ის შეზღუდვები, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გარეშე იმოქმედებს პანდემიების დროს. „რისკი არ შემცირებულა, პანდემია რჩება პანდემიად და შესაძლოა იყოს მეორე და ასევე მესამე ტალღა. სწორედ ამიტომ, რომ დავაზღვიოთ ჩვენი მოქალაქეები და არ გახდეს საჭირო საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება და საკანონმდებლო დონეზე მთავრობას ჰქონდეს კრიზისის სწორად მართვის საშუალება, ამიტომ ჩვენ შემოვიტანეთ ინიციატივა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში, დავაზუსტოთ ის რეგულაციები, რომელიც იმოქმედებს მხოლოდ პანდემიების და საშიში ინფექციების გავრცელების შემთხვევაში", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. შეგახსენებთ, რომ შეზღუდვების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს. აღსანიშნავია ისიც, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერას საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს, ხოლო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და მხარდაჭერასაც არ აპირებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)