|
2020-05-21 10:28:34, 993 ნახვა
პოლიტიკა
კაპანაძე - შეზღუდვები, რომლებიც შეიძლება იყოს არაკონსტიტუციური, ამის შემოტანის უფლება საგანგებო მდგომარეობის გარეშე მთავრობას არ უნდა ჰქონდეს
„შეზღუდვები, რომლებიც შეიძლება იყოს არაკონსტიტუციური, ამის შემოტანის უფლება პარლამენტისა და საგანგებო მდგომარეობის გარეშე არ უნდა ჰქონდეს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ აპირებს დღეს ამ საკითხის განხილვას დაესწროს და თავისი პოზიცია დააფიქსიროს. „იმის გამო, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი შეიძლება იყოს განხილული, რაც უკავშირდება კორონავირუსის გამო არსებულ მდგომარეობას და ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი არის შეზღუდვების შემოღების მცდელობა საგანგებო მდგომარეობის მიღმა, რასაც აპირებს დღეს ხელისუფლება. ჩვენ ვაპირებთ, რომ შევიდეთ და ამაზე ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ. მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან სახიფათო ქვეყნისთვის ზოგადად, გამომდინარე იქიდან რომ შეზღუდვები, რომლებიც შეიძლება იყოს არაკონსტიტუციური, ამის შემოტანის უფლება პარლამენტისა და საგანგებო მდგომარეობის გარეშე არ უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. შეგახსენებთ, რომ შეზღუდვების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე განიხილავს. აღსანიშნავია ისიც, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერას საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს, ხოლო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და მხარდაჭერასაც არ აპირებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)