|
2020-05-20 17:30:57, 1321 ნახვა
პოლიტიკა
დღეიდან სანოტარო ბიუროები ეტაპობრივად გაიხსნება
სანოტარო ბიუროების გახსნა და მათი ჩვეულ სამუშაო რეჟიმში ეტაპობრივად დაბრუნება თბილისიდან დაიწყო. დღეს, 20 მაისს, პირველი ასეთი ბიურო დავით გამრეკელის ქ. №6-ში უკვე გაიხსნა. რაც შეეხება დროებით სანოტარო ბიუროებს, ისინი mygov.ge-ის მოქალაქის პორტალზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით მუშაობას იმ დრომდე გააგრძელებენ, სანამ სანოტარო ბიუროების ფუნქციონირება სრულად არ აღდგება. სანოტარო ბიუროებმა მუშაობის გასაახლებლად ნებართვა იუსტიციის სამინისტროსაგან უნდა მიიღონ. ამისათვის კი აუცილებელია, სამუშაო სივრცე იძლეოდეს საშუალებას, სრულად იქნეს დაცული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, კორონავირუსთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რათა საფრთხე არ შეექმნას სერვისის მისაღებად მისული მოქალაქეებისა და ნოტარიუსების ჯანმრთელობას. იმისათვის, რომ სანოტარო ბიურომ ჩვეულ რეჟიმში მუშაობის უფლება მოიპოვოს, ნოტარიუსმა სამინისტროს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია იმის შესახებ, რომ მათი ბიურო აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
შესაბამისი დოკუმენტაციის (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, აზომვითი ნახაზი) სრულყოფილად წარდგენის შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გასცემს ნებართვას ნოტარიუსზე სანოტარო ბიუროს გახსნის შესახებ. ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისას, იუსტიციის სამინისტრო ასევე იღებს მხედველობაში საქართველოში არსებული ყველა სანოტარო ბიუროს ინსპექტირების შედეგებს, რომლებიც მიმდინარე წლის აპრილ-მაისში ჩატარდა. ინსპექტირების ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ვიზიტი განხორციელდა 239 სანოტარო ბიუროში, მოხდა ოთახების აღწერა და დასურათება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სანოტარო ბიურო მიმდინარე წლის 30 მარტიდან დაიხურა, თუმცა, იმისათვის, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მოქალაქეებს შესძლებოდათ სანოტარო სერვისის მიღება, 1-ლი აპრილიდან თბილისსა და რეგიონებში მოეწყო დროებითი სანოტარო ბიუროები. საქართველოს მასშტაბით, თბილისსა და რეგიონებში, სულ 14 დროებითი სანოტარო ბიუროა; დღეიდან კი, საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების შერბილების კვალდაკვალ, დროებითი სანოტარო ბიუროების პარალელურად, სანოტარო ბიუროები ფუნქციონირებას ეტაპობრივად, ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)