|
2020-05-20 12:28:33, 1108 ნახვა
პოლიტიკა
ქეთევან დედოფლის გამზირისა და ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
თბილისის მერია ქეთევან დედოფლის გამზირისა და ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრაქსტრუქტურული პროექტები მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, ერთი წუთითაც არ შეჩერებულა. „თბილისის მერიას ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ჰქონდა ტენდერი. გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია და მასთან უახლოებს მომავალში ხელშეკრულება გაფორმდება, რის შემდეგაც კონკრეტული სამუშაოებიი დაიწყება. საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, სარეაბილიტაციო არეალი მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება და ლეხ კაჩინსკის ქუჩასთან სრულდება, რაც დაახლოებით, ორ კილომეტრს შეადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული ტერიტორია მძიმე მდგომარეობაშია. მოუწესრიგებელია მიწისქვეშა კომუნიკაციები. ასევე, დაზიანებულია გზაზე არსებული ასფალტობეტონის საფარი. „პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს და მიწისქვეშა კომუნიკაციებს, რის შესახებაც, თბილისის მერია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ შეხვედრას გამართავს. ასევე, მოეწყობა ახალი ბორდიური და ტროტუარები. მიწის ქვეშ მოექცევა ელექტროგადამცემი ხაზები, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება გარე განათების ქსელს და დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი LED განათების სისტემა “, - აღნიშნა კახა კალაძემ. რეაბილიტაციის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სპეციალურად გამოყოფილი ზოლები (ე.წ. ბასლეინები) და ველობილიკი სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება და ექვს თვეში დასრულდება. პროექტის განსახორციელებლად, თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 4 670 999 ლარი დაიხარჯება. ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციას კომპანია „ენ სი სი“ განახორციელებს. თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაციაზეც ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, სამუშაოები ხიდიდან ორბელიანის მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე ჩატარდება. „როგორც იცით, კაპიტალური რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა ბარათაშვილის აღმართს. ის მართლაც უნიკალური გამოვიდა, ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია ჩვენს დედაქალაქში. ასევე, სრულად განახლდა ბარათაშვილის ხიდი და ორბელიანის მოედანი. რამდენიმე დღეში კი ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში, შეიცვლება ასფალტის საფარი, ტროტუარები მოპირკეთდება ბუნებრივი ქვის ფილებით, ელექტროსადენები მიწის ქვეშ განთავსდება და თანამდეროვე, LED განათების სისტემა დამონტაჟდება. ბარათაშვილის ქუჩის რეაბილიტაციას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)