2020-05-20 12:09:28, 917 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება
აჭარის მთავრობა ხანძრის შედეგად დაზარალებულ 6 ოჯახებს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 90 000 ლარს გამოუყოფს.
თანხები გაიცემა ხულოს, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ ოჯახებზე, თითოელი ოჯახი მიიღებს 15 000 ლარს.
სამთავრობო კომისიის რეკომენდაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.
2020 წელს ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან ჯამში გამოიყო 342 755 ლარი.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),