22:20 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-20 09:54:24, 1119 ნახვა

პოლიტიკა
შსს-ს, აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა, სამედიცინო პრევენციული საშუალებები გადასცა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა (ODC), COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ადგილობრივი წარმოების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა. აღნიშნული მხარდაჭერა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, ამერიკის საელჩოს მხრიდან კი - აშშ-ის თავდაცვის ატაშე - პოლკოვნიკი სტეფან ბეგლი, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის უფროსი - ვიცე-პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო და  ორმხრივი ურთიერთობების ოფიცერი ჯორჯიის  შტატიდან - მაიორი კვინტინ დოლი ესწრებოდნენ.

აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 300 ერთჯერადი სამედიცინო ხალათი, 1120   ერთჯერადი თეთრი დამცავი სამოსი და 90 ცალი  IR თერმომეტრი გადასცა, რაც უწყების თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, ეფექტურად განახორციელონ პანდემიასთან საბრძოლველად მათზე დაკისრებული მოვალეობები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ს შორის მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სამინისტროს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

“პირველ რიგში, მსურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მივულოცო ის წარმატებული ნაბიჯები, რომლებიც კოვიდ-19-თან საბრძოლველად გადადგა. უწყების ღონისძიებები სრულად იყო კოორდინირებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან. აშშ-ის საელჩოს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურს ხანგრძლივი ურთიერთთანამშრომლობის ისტორია აკავშირებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, განსაკუთრებით კი საგანგებო მდგომარეობაზე რეაგირების კუთხით. მათი მხრიდან განხორციელებული ღონისძიებები სწორედ იმ თანამშრომლობაზე მიუთითებს, რაც წლებია, უკვე არსებობს ჩვენ შორის“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელმა, ვიცე პოლკოვნიკიმა ჯოზეფ ბილბომ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics