22:19 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-19 17:49:36, 1448 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - ჩვენ მოგვიწევს ინფექციის პარალელურად მუშაობა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროცესების მართვა - დავამტკიცეთ, რომ ეს შეგვიძლია

ჩვენ მოგვიწევს ინფექციის პარალელურად მუშაობა და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროცესების მართვა - დავამტკიცეთ, რომ ეს შეგვიძლია,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება ქვეყანაში დამაიმედებელია და ყალიბდება ტენდენცია, როდესაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება ინფიცირებულთა რაოდენობას, რაც ხელისუფლებას შეზღუდვების მოხსნის გეგმის თანმიმდევრული განხორციელების შესაძლებლობას აძლევს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს ამ პროცესის ფრთხილი და პრაგმატული მართვა, რომ არ მივიღოთ გავრცელების ახალი კერები.

„შეზღუდვების მოხსნას დამატებითი რისკების შექმნა არ უნდა მოყვეს. შეზღუდვების ნებისმიერი ცალკეული მოხსნა, თუ ის სათანადოდ არ იქნება მართული და არ იქნება პრევენციული და ეპიდემიოლოგიური ზომები მიღებული, -  მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ შესაძლოა, გახდეს ინფექციის გავრცელების წყარო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ პროცესის ძალიან პრაგმატული მართვა, რასაც ვაკეთებთ კიდეც, ერთიანი კოორდინაციით. ამას ეფექტურად ახორციელებენ ჯანდაცვის და სხვა მოკავშირე სამსახურები, საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის ამოწურვამდე, პარლამენტი საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებს, ხოლო 22 მაისიდან კომიტეტების და პლენარული სხდომების ჩატარება განახლდება ჩვეულებრივ, რეგულარულ რეჟიმში.

არჩილ თალაკვაძე შეეხო საგანგებო მდგომარეობის მოხსნის საკითხსაც და აღნიშნა, რომ გარკვეული შეზღუდვების საჭიროება კვლავ არის, თუმცა საგანგებო მდგომაროების გაგრძელების და ფართო შეზღუდვების ობიექტური საფუძველი ამ მომენტში აღარ არსებობს.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics