12:56 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-19 11:16:37, 1959 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი“ ბიზნესებისთვის გადახდების ახალ პლატფორმას ქმნის

„თიბისიმ“  ბიზნესების მხარდასაჭერად და მათი საქმიანობის გასამარტივებლად ახალი ონლაინ პლატფორმა, http://tbcpayments.ge/ შექმნა. ვებ-გვერდი მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს გადახდების სხვადასხვა მეთოდთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში მიიღონ და დისტანციურად დანერგონ მათთვის სასურველი გადახდის მიღების მეთოდი.

პლატფორმა სპეციალურად ბიზნესების წარმომადგენლებისთვის შეიქმნა და ის  განკუთვნილია მიკრო, მცირე და საშუალო, ასევე კორპორატიული ბიზნესებისთვის.

ვებ-გვერდის საშუალებით ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათთვის სასურველი გადახდის მეთოდი, (როგორც ელ.კომერციის ისე პოს.ტერიმანალის მიმართულებით) დეტალური ინფორმაცია მიიღონ აღნიშნული პროდუქტების შესახებ და დისტანციურად მოითხოვონ და  დანერგონ მათ ბიზნესზე მორგებული გადახდის სასურველი  სისტემა.

„თიბისის“, როგორც გადახდების ბიზნესში ლიდერი კომპანიის მიზანია, მოხმარებლებს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული, ინოვაციური პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს. მოხარული ვართ,  რომ ახალი პლატფორმა არაერთ ბიზნესს გაუმარტივებს საქმიანობას და  დაეხმარება მათ უფრო მეტი წარმატების მიღწევაში", - განაცხადა თამუნა ჟიჟილაშვილმა, "თიბისის" გადახდების ლიგის ლიდერი.

ახალი პლატფორმა ბიზნესებისთვის  უკვე ამოქმედდა და  ის  ხელმისაწვდომია  ბმულზე  - http://tbcpayments.ge/





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სპორტული წრის მასწავლებელმა 8-9 წლის ბავშვებთან არერთხელ დაამყარა სექსუალური კონტაქტი
კახა კალაძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ასეთი რანგის სტუმარი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს
სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics