|
2020-05-17 21:39:18, 1944 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მშვიდობის კათედრალში ჰომოფობიის მსხვერპლთა პანაშვიდი გადაიხადეს - ვიდეო
საქართველოს მშვიდობის კათედრალში შიდსით გარდაცვლილთა და ჰომოფობიისა და ტრანსფობიის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პარაკლისი აღევლინა. საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ ქადაგება წაიკითხა. ეპისკოპოსის თქმით, ის დიდხანს ეძებდა ბიბლიაში, თუ რომელი საკითხავი უნდა მიესადაგებინა დღევანდელი დღისთვის. "უფლის სულია ჩემზე, რადგანაც უფალმა მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულგატეხილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების საუწყებლად და ბრმათათვის თვალის ასახელად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად, უფლის სამადლო წლის გამოსაცხადებლად". "ეს არის ის პირველი სიტყვები, რომლითაც იწყებს მაცხოვარი იესო თავის მოღვაწეობას, როგორც სულიერი წინამძღოლი, როგორც რელიგიური ლიდერი, როგორც ჩვენი სულების მხსნელი. ბევრი ვიფიქრე, რომელი საკითხავი შეიძლებოდა, შემერჩია დღევანდელ დღეს. ერთი მხრივ, დღეს, რომელიც არის 17 მაისი და 17 მაისი რა დღესასწაულადაც არ უნდა გადავაქციოთ, ჩვენს გონებაში, ჩვენს ყურებში ჟღერს, როგორც 17 მაისი - დღე, როდესაც ადამიანები წესით უნდა ებრძოდნენ სიძულვის და, როგორც წესი, ეს არის დღე, როდესაც ყველაზე მეტად ავლენენ სიძულვილს. და მეორე, დღეს, როგორც წესი, აღინიშნება ხოლმე მაისის მესამე კვირა დღეს და წელს ეს 17 მაისს დაემთხვა და ეს არის შიდსის მსხვერპლთა გახსენების დღე. ვფიქრობდი, რა საკითხავი შეიძლება შევუსადაგო დღევანდელ დღეს. იმიტომ, რომ ეს ის თემებია, რომლებზეც როგორც წესი, ადამიანი ამბობს, რა უნდა ამაზე ლაპარაკს ტაძარში, რატომ უნდა იყოს საკურთხეველზე გადაფარებული ცისარტყელას ფერებიანი დროშა. რატომ უნდა ეხვიოს ღვთისმსახურს ამ ფერებიანი სტოლა. რა კავშირი აქვს ქრისტიანობას, ღვთისმსახურებას, ტაძარს, ეკლესიას ისეთ თემებთან, როგორიცაა სექსუალური უმცირესობები, ისეთ დაავადებებთან, რომლებიც როგორც წესი ასოცირდება სექსუალურ უმცირესობებთან. ბევრი ვიფიქრე და სწორედ ეს საკითხავი შევარჩიე იმიტომ, რომ აქ კარგად ჩანს, რა მისიით მოვიდა მაცხოვარი დედამიწაზე: "უფალმა მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულგატეხილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების საუწყებლად და ბრმათათვის თვალის ასახელად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად, სულ უფლის სამადლო წლის გამოსაცხადებლად" ეს ფრაზა ყველა ღვთისმსახურმა ზეპირად უნდა ვიცოდეთ. რისთვის მოვიდა ჩვენი მაცხოვარი, ჩვენ, როგორც ღვთისმსახურები, ჩვენი მაცხოვრის მსახურები, რას უნდა ვემსახუროთ - გლახაკთა ხარებას, მათ გაბედნიერებას, მათთვის სიხარულის მოტანას, გულგატეხილთა განკურნებას, ტყვეთა განთავისუფლებას, ბრმათათვის თვალის ახელას, თავისუფლების და სიხარულის წლის გამოცხადებას. არა! რელიგია იმისაა და ყველაზე კარგად და ხალისით იმას ემსახურება, რომ ადამიანები გადაარჩიოს ცხვრებად და თხებად, ან ცხვრებად და მგლებად, მტრედებად და გველებად, ძაღლებად და კატებად, არ ვიცი, დაპირისპირებულ სხვადასხვა ტიპის ადამიანებად, კარგებად, ღვთისათვის კეთილ ადამიანებად, ღვთისათვის მისაღებ ადამიანებად და ღვთის პირიდან გადავარდნილებად. ყველაზე კარგად სწორედ ეს გამოგვდის. გვავიწყდება, რომ ადამიანის გადარჩევაზე ქრისტემ უარი თქვა და როცა შეგვატყო, რომ ამაზე უარს არ ვამბობდით, ერთი რამ გვითხრა: მოდით, თქვენ ამ ამბავს შეეშვით. ვინმეს დასჯა, ვინმეს ბოროტად, მგლად, თხად, გველად, ან ჯოჯოხეთის მოციქულად გამოცხადების ამბიცია მე მომანდეთ, ჩემია. შენ, მოდი, სიყვარულს ემსახურე. ემსახურე გლახაკთა გახარებას, ემსახურე გულგატეხილთა განკურნებას, ტყვეებისთვის თავისუფლების მიცემას. - თქვა ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ
გერმანიის ელჩი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით მიდის
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)