20:45 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-17 20:30:21, 1412 ნახვა

პოლიტიკა
ევროპული საქართველო - ადამიანის ვალია, წინ აღუდგეს ძალადობას, დაიცვას თანამოქალაქეთა უფლებები

ევროპული საქართველო ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საქართველოს მოქალაქეების ნაწილს დღემდე სიძულვილისა და შიშის ქვეშ უწევს ცხოვრება. 

"დღეს 17 მაისია - ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე. ჩვენს მოქალაქეთა ნაწილს დღემდე სიძულვილის, ძალადობისა და შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება. ყველა წესიერი ადამიანის ვალია, წინ აღუდგეს ძალადობას და დაიცვას თანამოქალაქეთა უფლებები. სამწუხაროდ, დღემდე ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ და არ მოახერხა ამ მიმართულებით იმგვარი ნაბიჯების გადადგმა, რაც სიტუაციას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა", - წერია განცხადებაში. 

პარტიის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის გუნდი ქართული ოცნება როგორც ოპოზიციაში ყოფნისას, ისე ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მფარველობს მოძალადე ჯგუფებს და საკუთარი პოლიტიკური ამოცანებისთვის იყენებს. ევროპული საქართველოს განცხადებით, 2013 წლის 17 მაისის დარბევის დაშვება და მოძალადეათა დაუსჯელობა ამის ნათელი დასტურია.

"ამ თემით სპეკულირებისა და ძალადობრივი ჯგუფების შეზღუდვა, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რადგან მოძალადეთა აბსოლუტური უმრავლესობა პროპუტინურია და მათ უკან როგორც პოლიტიკურად ისე ფინანსურად რუსეთი დგას. ყველა დემოკრატიული და ღირსეული, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფის ამოცანაა, გაერთიანდეს როგორც ქვეყნის შიგნით პიროვნული თავისუფლების, ისე მთლიანად საქართველოს თავისუფლების დასაცავად", - წერია ევროპული საქართველოს განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics