15:28 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-17 15:32:41, 1524 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი - ლგბტქ ადამიანებისადმი გენდერული ძალადობის მასშტაბები შემაშფოთებელია

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოში სექსუალური ორიენტაციისა და გენდეტურლი იდენტობის გამო ადამიანების უფლებების დარღვევა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

როგორც ომბუდსმენი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერს, ბოლო წლებში რადიკალური ჯგუფების გააქტიურება საგანგაშოა.

ამასთანავე, ომბუდსმენი წერს, რომ უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად აფერხებს პოლიტიკოსების მიერ საჯაროდ გამოთქმული ჰომოფობიური შინაარსის მოსაზრებები, რაც საზოგადოებაში ისედაც არსებულ უარყოფით წინასწარგანწყობებს აძლიერებს.

„გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანებისადმი გენდერული ძალადობის მასშტაბები შემაშფოთებელია; მათ უფლებრივ მდგომარეობას განსაკუთრებით ამძიმებს ის ფაქტი, რომ არსებული ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მექანიზმები არ ითვალისწინებს ლგბტ+ თემის წინაშე არსებულ სპეციფიურ პრობლემებსა და გამოწვევებს.

ლგბტ+ თემის წევრებისთვის ყოველწლიურად უფრო რთული ხდება გამოხატვის და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობა. მათ მიერ საკუთარ უფლებებსა და ინტერესებზე ღიად საუბარს და საჯარო სივრცეებში შეკრების მცდელობას საზოგადოების ნაწილის მხრიდან აგრესიული გამოხმაურება მოჰყვება. განსაკუთრებით საგანგაშოა ბოლო წლებში რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფების გააქტიურება, რომელთა ქმედებები თემის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რეალურ საფრთხეს უქმნის. სამწუხაროდ, სახელმწიფოს მიერ აღნიშნულის საპასუხოდ გატარებული ღონისძიებები, არასაკმარისია.

უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად აფერხებს საჯარო პირების, მათ შორის, პოლიტიკოსების მიერ საჯაროდ გამოთქმული ჰომოფობიური და ტრანსფობიური შინაარსის მოსაზრებები, რაც თემის მეტად სტიგმატიზაციას ახდენს და საზოგადოებაში ისედაც არსებულ უარყოფით წინასწარგანწყობებს აძლიერებს.

ვფიქრობ, რომ დღეს არის კრიტიკული მომენტი, როდესაც სახელმწიფომ უნდა გაიაზროს ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული პოლიტიკა და შეიმუშავოს კომპლექსური სტრატეგია, რომელიც მიმართული იქნება ლგბტ+ პირთა წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტისაკენ. ამასთან, მნიშვნელოვანია შეიქმნას უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც არსებული გამოწვევების საპასუხოდ ქმედით ღონისძიებებს გაატარებს.

საქართველოს სახალხო დამცველი აგრძელებს საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პირობებში ლგბტ+ პირთა უფლებების კუთხით არსებული ვითარების შესწავლას”, - აღნიშნულია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
გერმანიის ელჩი: საქართველო ევროპული ინტეგრაციის საპირისპირო მიმართულებით მიდის
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics